Category Archives: ისტორია
ჰენრი I “ბოკლერკის” შესახებ…
“გაუნათლებელი მეფე არაფრით არის რაიმეთი უკეთესი კორონიზირებულ ვირზე”, – ამ სიტყვებს ხშირად უმეორებდა ინგლისის პირველი ნორმანი მეფე – უილიამ I დამპყრობელი თავის შვილებს.სწორედ ამიტომ იყო,რომ მისი ვაჟები ერთობ მოწადინებული გახლდნენ მიეღოთ უმაღლესი განათლება.
მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობერსპიერის შესახებ…
მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობერსპიერი (1758-1794 წლები) – წარმოადგენდა იმ ფრანგ რევოლუციონერს და იაკობინელთა ლიდერს,რომელმაც უდიდესი გავლენა მოიპოვა დიდი ფრანგული რევოლუციის შემდეგ.როგორც ცნობილია,რევოლუციის დასრულებიდან მალევე,სწორედ მან განახორციელა საშინელი რეპრესიები და სისხლის მდინარეები ადინა საფრანგეთში.
კონჩინო კონჩინი
კონჩინო კონჩინი – დაიბადა 1575 წელს იტალიის ქალაქ ფლორენციაში,ცნობილი ფლორენციელი ნოტარიუსის ოჯახში.იგი წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილ ცინიზმითა და ბარბაროსული მეთოდებით განთქმულ ავანტურისტს.
იოსიფ ბროზ ტიტოსა და სტალინის დაპირისპირებიდან…
იუგოსლავიის კომუნისტ მარშალსა და ქვეყნის მეტად ოდიოზურ ლიდერს – იოსეფ ბროზ ტიტოს (1892-1980 წლები), 1948 წელს სტალინმა ოფიციალურად მოთხოვა ბულგარეთთან ერთად კონფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.ამ მოთხოვნაზე,საბჭოთა გენერალსიმუსს ბელგრადმა კატეგორიული უარი განუცხადა,რამაც სტალინსა და ტიტოს შორის ძალიან დიდი კონფლიქტი წარმოშვა.
რამდენი “ლუის” სახელის მქონე მეფე მართავდა საფრანგეთს?
როდესაც გენიალური ფრანგი მწერლის – ალექსანდრე (უფროსი) დიუმას ნაწარმოებებს კითხულობ,ისეთი შთაბეჭდილება რჩება მკითხველს,თითქოს საფრანგეთს,მხოლოდ ლუის სახელის მქონე მეფეები განაგებდნენ.თუმცა ეს,რაღა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.
სერგო მესხის “ღია წერილი” ქართველთმოძულე – კირილე იანოვსკის…
“ორი ათასი წელია,რაც ჩვენი ერი ისტორიული ცხოვრებით ცხოვრობს… თითო მტკაველი სამშობლო მიწისა,ყველა ლექსი სამშობლო ენისა ათას და ათი ათას საუკეთესო შვილად უღირს…
სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი – “სტალინის” გარდაცვალების შემდეგ წერდა…
“რუსეთს დიდად გაუმართლა,რომ უდიდესი ძნელბედობის ჟამს ამ ქვეყანას გენიოსი და ქედუხრელი მხედართმთავარი,სტალინი მეთაურობდა.იგი იყო ჭეშმარიტად გამორჩეული პიროვნება,რომელიც სრულიად ერგებოდა დროების იმ ცვალებად და სასტიკ პერიოდს,რომელშიც მას მოუწია ცხოვრებამ.
ჩინგიზ-ყაენისა და ჯამუკას დიალოგიდან…
მას შემდეგ,რაც ხარის წელს (1205 წელი) ჩინგიზ-ყაენმა მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა მისი ბავშვობის მეგობრისა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის ჯამუკას ლაშქარს,ნაიმანებმა მათი სარდალი შეიპყრეს და თემუჩინს მიჰგვარეს.თუმცა ყაენისაგან,მათ საჩუქრების ნაცვლად სასჯელი დაიმსახურეს: ყველა ვინც მეთაურს უღალატა,სიკვდილით დაისაჯა.
კიტა აბაშიძის ამაღელვებელი მიმართვა “რუს ადამიანებს”…
“რაც არ უნდა ვთქვათ,თანამედროვე არმიაც ხალხის წარმომადგენლად გვევლინება და მისი ნაკლოვანებანი,ნაწილობრივ მაინც მთელი ხალხის ნაკლოვანებებია.იმ საარაკო სიასტიკეს,იმ გაუგონარ სიმხეცეს,რომლითაც რუსულმა არმიამ ისახელა თავი უიარაღო,უმწეო,სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში,ალბათ,კაცობრიობის ისტორიაში არ მოეძებნება რაიმე შესატყვისი.
სპარტელთა აღზრდა…
გენიალური სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) ირწმუნებოდა: “ბავშვები სახელმწიფოს კუთვნილებაა და არა მამებისო”, – სწორედ ამიტომ სურდა მას,რომ სპარტის მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანებისაგან წარმოშობილყვნენ და არა შემთხვევითი პიროვნებებისაგან.მის მიერ შემოღებული კანონები სრულიად ბუნებრივად ესადაგებოდა სახელმწიფოს გაჯანსაღების საქმეს.