Category Archives: ისტორია
მარია მანდელი – (აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის “ურჩხული”)
მარია მანდელი – დაიბადა 1912 წლის 10 იანვარს ავსტრიის ქალაქ მიუნცინჰერში.1942-1944 წლებში იგი წარმოადგენდა “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებული – აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის ქალთა განყოფილების უფროს,რომლის სახელსაც უკავშირდება 500 000 ქალი-პატიმრის სიკვდილი.
ჟან-ბატისტ შარდენი “საქართველოს” შესახებ…
გამოჩენილი ფრანგი მოგზაური,იუველირი და ქართველთა მიერ საკმაოდ კარგად ცნობილი პიროვნება ჟან-ბაპტისტ შარდენი (1643-1713 წლები),რომელმაც თავის თხზულებაში: “მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში” (სადაც მან იმოგზაურა 1672-1673 წლებში,მათ შორის საქართველოში),მე-XVII საუკუნის მე-II ნახევრის საქართველოს და ქართველთა შესახებ წერდა:
“დემეტრე II თავდადებულის მიმართვა სამეფო დარბაზისადმი”
“აწ განრისხებულ არს ყაენი,და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან,და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა… თუ არა წარვიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს,სიმაგრეთა შინა,და დავიცვა თავი ჩემი.და,აჰა,ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძევს.
ბერნარდ ფონ ბიულოვი “გერმანიის შესახებ”
გერმანიის სახელმწიფო მოხელე,სახელმწიფო რაიხსკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი - ბერნარდ ფონ ბიულოვი (1849-1929 წლები),მაშინ როდესაც საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი გახლდათ 1897 წელს,ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა:
“მარი ანტუანეტის უკანასკნელი წერილი”
საფრანგეთის დედოფალი,მეუღლე საფრანგეთის მეფის ლუი XVI-სი და უმცროსი ქალიშვილი იმპერატორ ფრანც I-სა და დედოფალ მარია-ტერეზასი - მარი ანტუანეტი (1755-1793 წლები),
ნოვაციანის ბიოგრაფიიდან…
ნოვაციანი (200-258 წლები) გახლდათ რომის პაპი 251-258 წლებში და მისი სახელი მოხსენიებულია,როგორც “ანტიპაპა” (რიგით მეორე ანტიპაპა კათოლიკური ეკლესიისა).სანამ იგი რომის პაპი გახდებოდა,იყო ღვთისმეტყველი და საკმაოდ კარგი განათლების მქონე რომაელი პიროვნება.
“ყვავილოვანი მეომრები”
“ყვავილოვანი მეომრები” - წარმოადგენდნენ სპეციალურ სარიტუალო მეომრებს,რომლებიც გავრცელებული იყვნენ სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებში მესოამერიკისა,კერძოდ – აცტეკებისა და მაიას ცივილიზაციებში.
ტორიბიო დე ბენავანტე – “მოტოლინია”
ტორიბიო დე ბენავანტე - დაიბადა XV საუკუნის მიწურულს ბენავანტეში (ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში).იგი გახლდათ ფრანცისკანელი ბერი,მისიონერი და იმ 12 სასულიერო პირიდან ერთ-ერთი,რომლებიც 1523 წელს წარგზავნილ იქნენ “ახალ ესპანეთში” (ესპანური კოლონია, ჩრდილოეთ ამერიკაში 1535-1821 წლებში).
აშოკა “დიდი”-ს ბიოგრაფიიდან…
აშოკა (ჩვ.წ.აღ-მდე 273-232 წლები) – რომელსაც ინდოელმა ხალხმა „დიდი” უწოდა, გახლდათ ინდოეთის იმპერატორი მაურიის დინასტიიდან, შვილიშვილი ინდოეთის პირველი გამაერთიანებლის – ჩანდრაგუპტა „ბრძენის” (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 322-298 წლებში).
ტერმინი “ცივი ომის” ისტორიიდან…
ტერმინი “ცივი ომი”,რომელიც მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა და დღესაც უარყოფითი ემოციების აღმძვრელია ნებისმიერ ჩვენგანში,სათავეს ჯერ კიდევ მე-XIV საუკუნეში იღებს.პირველად აღნიშნული ტერმინი ესპანელმა მწერალმა – დონ ხუან მიგელმა გამოიყენა,იმ შემაშფოთებელი სიტუაციის გამო,რაც სუფევდა ესპანეთში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. (ავტორი გენია.ჯი)