Category Archives: ისტორია

“ეპისკოპოსი-ბიჭი”

“ეპისკოპოსი-ბიჭი” - ინგლისურ ენაზე “Boy Bisshop”.ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ იმ პატარა ასაკის მქონე ბიჭებს,რომელთაც როგორც წესი ირჩევდნენ ამა თუ იმ კათოლიკური ტაძრის მგალობელთა გუნდიდან და სიმბოლურად ხდებოდა იგი ეპისკოპოსი მცირე ხნის მანძილზე.აღნიშნული მეთოდი ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების ევროპაში.

„დრაპეტომანია”


ინგლისურ ენაზეDrapetomania” – წარმოადგენდა ფსიქიატრიულ დიაგნოზს, რომელიც ხმარებაში თავდაპირველად შემოტანილ იქნა ამერიკელი ექიმისა და ლუიზაიანას შტატის სამედიცინო ასოციაციის წევრის – სემუელ კარტრაიტის მიერ 1851 წელს.

“დალიმილის ქრონიკა”

“დალიმილის ქრონიკა” - ინგლისურ ენაზე “Chronicle of Dalimil”,წარმოადგენს პირველ და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკას,დაწერილს ჩეხურ ენაზე.მისი დაწერა კი დაწყებულ უნდა იყოს 1309 წელს.ქრონიკის ავტორი გახლავთ ვინმე – დალიმილი,რომლის პიროვნების იდენტიფიცირება დღემდე ვერ ხერხდება.

ტელესილა არგოსელი

ტელესილა არგოსელი - წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ პოეტ ქალს,იმ ცხრა პოეტ-ლირიკოს ქალთან (საფო,ერინა,მირო და სხვები) ერთად,რომლებსაც ანტიკური ხანის საუკეთესო პოეტ ქალებად აღიარებენ დღემდე.

აბდელ რაჰმან მუჰამედ არეფი – “ისრაელის შესახებ”

აბდელ რაჰმან მუჰამედ არეფი (1916-2007 წლები),წარმოადგენდა ერაყის პრეზიდენტს 1966-1968 წლებში და ამასთანავე ქვეყნის პრემიერ მინისტრს 1967-1968 წლებში.

“ვენეციური გეტო”

“ვენეციური გეტო” - იტალიურ ენაზე “Ghetto di Venecia”,წარმოადგენდა არხებით იზოლირებულ მიწის ნაწილს იტალიის ქალაქ ვენეციის კანარეჯოს რაიონში.ებრაელები ვენეციაში პირველად XII საუკუნეში გამოჩნდნენ და დასახლება კუნძულ ჯუდეკაზე დაიწყეს.

თამარ მეფის პასუხი – რუქნადინს…

რუმის სულთანმა რუქნადინმა,ლაშქარი ერზიჯანში შეკრიბა და საქართველოზე გამოლაშქრების წინ,ყოველთა ქართველთა დედოფალს – თამარს საგანგებო მოციქული გაუგზავნა.მოციქულმა საქართველოს მეფეს კადნიერი წერილი გადასცა,რომელშიც ეწერა:

“ტოტონაკის ხალხი”

“ტოტონაკის ხალხი” - ინგლისურ ენაზე “Totonac People”,წარმოადგენს მექსიკაში მაცხოვრებელ ინდიელ ხალხს,რომელთა რაოდენობა დღესდღეობით 250 000 ადამიანს შეადგენს.

სკოტ მარიანი

სკოტ მარიანი - დაიბადა 1028 წელს და იგი წარმოადგენდა წარმომავლობით ირლანდიელ ისტორიკოსსა და ქრონისტს.სწორედ მარიანს მიეწერება პირველი და უმნიშვნელოვანესი ცნობების მოწოდება,რომის ცნობილი და ლეგენდარული ქალი-პაპის იოანე (იოანა) VIII-ეს შესახებ.

ინდიელთა დიდი ბელადი – “სიეტლი”

“სიეტლი” - დაიბადა 1780 წელს,თანამედროვე ქალაქ ბლექ-აილენდის ახლოს (ვაშინგტონის შტატი).მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც – სიატლი.იგი წარმოადგენდა წინამძღოლს (ბელადს) სუკვომიშისა და დუვომიშის ინდიელი ხალხის,რომლებიც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ თანამედროვე ვაშინგტონის შტატის ტერიტორიებზე.