Category Archives: გეოგრაფია

კალიფორნიის მითიური კუნძული

კალიფორნიის მითიური კუნძული – ევროპულ გეოგრაფიულ კონცეფციაში დიდი ხნის მანძილზე დომინირებდა აზრი,რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სიახლოვეს მდებარეობდა კუნძული კალიფორნია,რომელიც კონტინენტთან,ეგრეთ წოდებული კალიფორნიის ყურით იყო გამოყოფილი.

საიპლის ვულკანი

საიპლის ვულკანი – წარმოადგენს ანტარქტიდის სანაპიროებთან მდებარე კუნძულ საიპლზე განთავსებულ არააქტიურ (ჩამქრალ) ფარისებრი სახის ვულკანს.თავად კუნძული,ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტის ერთ-ერთი სანაპირო სექტორის – მერი ბერდის მიწის ნაწილია და სამხრეთის ოკეანეში მდებარეობს.

გამპრინერ-ზეელე

გამპრინერ-ზეელე – წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში მდებარე ჯუჯა სახელმწიფო – ლიხტენშტეინში მდებარე ერთადერთ ტბას.იგი ჩამოყალიბებულ იქნა არცთუ ისე შორეულ წარსულში,

ფაქტები “უდაბნოების” შესახებ…

1. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი უდაბნო,აფრიკის კონტინენტზე მდებარე – “ნამიბის უდაბნოა”.მისმა კლიმატმა ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 25 მილიონი წლის წინათ დაიწყო და საბოლოო სახე პროცესის დასასრულმა 4 მილიონი წლის წინათ მიიღო.

საინტერესო ფაქტები გეოგრაფიიდან…

1. დედამიწაზე არსებულ ზღვებს შორის ყველაზე სუფთა ზღვად მიჩნეულია ანტარქტიდაზე მდებარე – “უედელის ზღვა”,რომელიც თავის მხრივ სამხრეთის ოკეანის ნაწილს წარმოადგენს.

შოკოლადის ქედები

შოკოლადის ქედები – წარმოადგენს ფილიპინების რესპუბლიკაში მდებარე ქვეყნის სიდიდით მეათე კუნძულზე – ბოჰოლზე (ბოჰოლის პროვინცია) განთავსებულ გეოლოგიური ფორმირების შედეგად ჩამოყალიბებულ ულამაზეს ქედებს,რომელიც შედგება დაახლოებით 1260 – 1776 ქედისაგან და განფენილია 50 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.

პუეუეს ტბა

პუეუეს ტბა – წარმოადგენს მყინვარული წარმომავლობის მქონე მტკნარ ტბას,სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ქვეყნის ჩილეს სამხრეთით.იგი,ჩილეს დედაქალაქიდან – სანტიაგოდან,სამხრეთით (ანდების მთების მხრიდან) 870 კილომეტრში მდებარეობს.

ლუქსემბურგის პლატო

ლუქსემბურგის პლატო – წარმოადგენს ლუქსემბურგის სამხრეთით,გუტლანდის რეგიონში მდებარე დიდ პლატოს,რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ქვიშაქვისაგან,ადრეული იურული სისტემის დროს (იურული სისტემა დედამიწაზე დაიწყო 195 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 55-58 მილიონ წელიწადს).

ნიპიგონის ტბა

ნიპიგონის ტბა – მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთით განთავსებულ ონტარიოს პროვინციაში.ადგილობრივი ინდიელი ხალხის – ოჯიბვეს ენაზე მოიხსენიებენ,როგორც – “უწყვეტი ტბა”.

ბანგერის ოაზისი

“ბანგერის ოაზისი” – წარმოადგენს ანტარქტიდულ ოაზისს (ყინულოვანი ფენისაგან თავისუფალი სივრცე,რომელიც შემოსაზღვრულია ყინულოვანი ფარით ან შელფური მყინვარებით) ანტარქტიდის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უილკსის მიწაზე.კერძოდ,ნოქსის სანაპიროზე მოუსონის ზღვასთან ახლოს.