Category Archives: ხელოვნება

დეინ ფაგერჰოლმი – “სტერეოგრაფიული ნახაზები”

გამოჩენილი ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორი - დეინ ფაგერჰოლმი,ჰქმნის სამგანზომილებიან ნახატებს,რომელთაც -“სტერეოგრაფიული ნახაზებს” უწოდებს.

ლუდვიგ I-ის “ულამაზესი გალერეა”

ბავარიის ყოფილი მეფე ვიტელსბახების დინასტიიდან - ლუდვიგ I (1786-1868 წლები),იმდენად დიდი მოყვარული გახლდათ ყოველგვარი სილამაზის და ხელოვნებისა,რომ ბრძანა “ნიმფერბურგის სასახლეში” (მიუნხენი) მოეწყოთ ისეთი გალერეა,რომელშიც იმ დროინდელი ულამაზესი მანდილოსნების სურათები იქნებოდა წარმოდგენილი.

მარია კალასის შესახებ…

ვირტუოზი ბერძენი საოპერო მომღერალი - მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი,რომელიც მსოფლიოსათვის უფრო ცნობილია,როგორც - მარია კალასი (1923-1977 წლები),საოპერო სამყაროში რევოლუციის მომდენად არის აღიარებული.

მარჩელო ტომაზო ალბინონი – “გვიან აღმოჩენილი გენიოსი”

“ბაროკოს ეპოქის” სამი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი – ანტონიო ვივალდი,ბენედეტო მარჩელო და ტომაზო ალბინონი (1671-1751 წლები),უდიდესი გავლენის მქონენი იყვნენ იმ პერიოდის ვენეციურ სამუსიკო სამყაროში.მიუხედავად ამისა,ვივალდისა და მარჩელოს სახელების გარდა,საუკუნეების განმავლობაში ალბინონის,როგორც უდიდესი კომპოზიტორის სახელი,არავინ უწყოდა.

აქსელ ერლანდსონი – “არბოსკულპტურის” ფუძემდებელი

“არბოსკულპტურის” ფუძემდებლად მიჩნეულია 1884 წელს დაბადებული,კანადაში მცხოვრები შვედი ემიგრანტის შვილი - აქსელ ერლანდსონი.

ლუჩო დალა

ლუჩო დალა - დაიბადა 1943 წლის 4 მარტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი.

პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფე

პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფე - დაიბადა 1934 წლის 16 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ვალანსიენში (ნორდის დეპარტამენტში),ფეიქრების მრეწველთა ოჯახში.იგი გახლავთ ის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მსახიობი,კომიკოსი და რეჟისორი,რომელიც ყველა კინომოყვარულთათვის საყვარელ მსახიობად ითვლება.

ივანე აივაზოვსკის ბიოგრაფიიდან…

გამოჩენილი რუსი მხატვარი და ერთ-ერთი საუკეთესო “მარინისტი” მსოფლიო სახვით ხელოვნებაში - ივანე აივაზოვსკი (1818-1900 წლები),ევროპაში ვასილი შტენბერგთან ერთად მოგზაურობის დროს (1880-იდან 1844 წლები),სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს სტუმრობდა.

“პორტრეტი” – (ეპიზოდი)

ნებისმიერ ეპოქაში,მხატვრობის ერთ-ერთი ჟანრი “პორტრეტი”,ერთის მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მეორეს მხრივ,მასთან დაკავშირებული იყო ბევრი ამოუხსნელი და შიშის მომგვრელი ისეთი მოვლენა,რომელთა ნაწილი მართლაც წარმოადგენს ყურადღების ღირსს.

პოლ სეზანი – “ეპიზოდი”

“ნატურმორტი” (მკვდარი ბუნების სიბრტყეზე გადმოცემა),სახვით ხელოვნებაში ყველასათვის ცნობილი და გავრცელებული კომპოზიციაა,სადაც ასახულია უსულო საგნები,როგორც მხატვრობაში,ასევე ფოტოგრაფიაშიც.