Category Archives: ფლორა და ფაუნა

ტურაკო

ტურაკო - გახლავთ ფრინველი,გუგულისნაირისებთა სახეობის,ტურაკოსებრთა ოჯახისა,რომლებიც  გავრცელებული არიან მხოლოდ და მხოლოდ აფრიკის კონტინენტის ტროპიკულ მხარეებში (ძირითადად ბინადრობენ ტყის მასივებში).

ჩვეულებრივი კონოლოფი

ჩვეულებრივი კონოლოფი - გახლავთ ხვლიკი იგუანისებრთა ოჯახისა,რომელიც ძირითადად გავრცელებული არიან გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულებზე (კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით,სანაპიროდან 965 კილომეტრის მოცილებით),სან-სალვადორის,სანტა-კრუსის,ისაბელასა და ფერნანდინის კუნძულები.

ტრინიდადის მორიელი – (გინესის რეკორდსმენი წიწაკა)

ტრინიდადის მორიელი - წარმოადგენს მცენარეს ჩილური წიწაკისებრთა ოჯახისა,რომელიც ძირითადად გავრცელებულია კუნძულ ტრინიდადზე და ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში.

მატამატა

მატამატა - სამხრეთამერიკული მტკნარი წყლის მოყვარული, გველისკისერა კუსებრთა ოჯახის ქვეწარმავალი,გვერდკისერა კუთა რიგისა,რომელიც გამოირჩევა მეტად უცნაური და თავისებური გარეგნობით.

გორალი

გორალი - მოიხსენიებენ ასევე,როგორც – ჰიმალაური გორალი.წყვილჩლიქოსნებრთა რიგი,თხების ოჯახისა.დასახელება ინდური სახელწოდებიდან მომდინარეობს.გავრცელებული არიან ჰიმალაის მთებში,კერძოდ: აღმოსავლეთ ტიბეტში,ბირმაში,ჩინეთში,პაკისტანში,ნეპალსა და ბჰუტანში.

არალია

არალია - გახლავთ მცენარე ფოთლოვანი ხეების რიგის,ორლებნიან ფარულ თესლოვანთა კლასის,არალიასებრთა ოჯახისა.ძირითადად გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია,ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე,ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებში).

კიანგი

კიანგი - გახლავთ კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახის,კანჯარის ქვესახეობისა.გავრცელებული არიან ტიბეტსა და მის მიმდებარე რაიონებში (ქაშმირო და ლადაქში).

სერიემა

სერიემა - წარმოადგენს მცირე ზომის ფრინველს წეროსნაირთა სახეობისა.იგი გახლავთ ერთ-ერთი უძველესი სახეობის ფრინველი,რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

მაკრურუსი

მაკრურუსი - გახლავთ ღრმა წყლის მოყვარული თევზი  ვირთევზასებრნი ოჯახისა.ბინადრობენ არქტიკიდან – ანტარქტიდამდე ოკეანის წყლებში.ძირითადად გავრცელებული არიან ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და წყნარ ოკეანეებში.

ონგაონგა

ონგაონგა – ლათინიზირებული სახელი გახლავთ “Urtica ferox,ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ჭინჭრის ხე”,წარმოადგენს ჭინჭრისებრთა სახეობის,ორლებნიანნ ფარულთელოვანთა კლასის მცენარეს,რომელთა გავრცელების არეალია ახალი ზელანდია.