Category Archives: ფლორა და ფაუნა
ადრეული წარმოდგენები აფთრების შესახებ…
აფრიკისა და ევრაზიის კონტინენტებზე გავრცელებული აფთრისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველები – აფთრები,დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე იდუმალებით მოსილ და ნაკლებად შესწავლილ ცხოველებს წარმოადგენდნენ ადამიანებისათვის.
მოცინარი ბუ
მოცინარი ბუ – წარმოადგენს ბუსნაირთა ოჯახის გადაშენებულ მტაცებელ ფრინველებს,რომელმაც თავისი უჩვეულო სახელწოდება მისივე ხმის ტემბრის გამოისობით მიიღო.მოცინარი ბუების გავრცელების უმთავრესი არეალი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსებული კუნძულოვანი ქვეყანა – ახალი ზელანდია გახლდათ.
ჩილიური აუსტროცედრუსი
ჩილიური აუსტროცედრუსი – წარმოადგენს კვიპაროზისებრთა ოჯახის მონოტიპური სახეობის მარადმწვანე წიწვოვან მცენარეს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ჩილეს რესპუბლიკის სუბალპური სრტყელის მქონე მთიანი რეგიონები.
წითელი აკანტოფენიქსი
წითელი აკანტოფენიქსი – წარმოადგენს პალმების მარადმწვანე მცენარეების ოჯახის წარმომადგენელ მცენარეს აკანტოფენიქსის რიგისა,რომელიც პირველად აღწერილი იქნა დიდი ფრანგი ბოტანიკოსისა და ბუნებისმეტყველის – ჟან-ბატისტ ბორი დე სენ-ვენსანის მიერ 1804 წელს.
ფაქტები არწივების შესახებ…
1. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,დღეისათვის ბუნებაში შავარდნისნაირთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მტაცებელი ფრინველის – არწივის 60 სახეობაა გავრცელებული.მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია – ევრაზიის,აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიები,დაწყებული უდაბნოებიდან,დამთავრებული ტყე-ტუნდრების ჩათვლით.
კანტალუპა
კანტალუპა – წარმოადგენს გოგრისებრთა ოჯახის მცოცავ მცენარეს,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ მეორე სახელწოდებითაც – “სპარსული ნესვი”.ამ უტკბესი და არომატული ნესვის ნაირსახეობის მცენარემ თავისი სახელწოდება ოდესღაც რომის პაპების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი იტალიური ოლქისაგან (კომუნისაგან) – კანტალუპო-ინ-საბინასგან მიიღო.
რამდენიმე ფაქტი სპილოების შესახებ…
გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი,სწავლული და მოაზროვნე – არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),სპილოების შესახებ წერდა: “სპილო – გახლვათ ცხოველი,რომელიც ინტელექტითა და მახვილგონიერებით ყველა სხვა დანარჩენი სახეობის ცხოველს აღემატება”.
ჭაობის ვალაბი
ჭაობის ვალაბი – წარმოადგენს კენგურუს ოჯახის მცირე ზომის მქონე ჩანთოსან ძუძუმწოვარა ცხოველს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალია ავსტრალიის კონტინენტი,კერძოდ,სამხრეთ ავსტრალიის შტატი,კუიზლენდის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები და ახალი სამხრეთ უელსის შტატი.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ…
1. შესანიშნავი ცურვის უნარის მქონე მღრნელების რიგის ძუძუმწოვარა ცხოველს – ინდატრას ჰაერის გარეშე 12 – 17 წუთის გარეშე შეუძლია გაძლება.რაც ასევე საინტერესოა,გახლავთ ის,რომ ინდანტრების ბუნბრივ პირობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი წელია,მაშინ,როდესაც ტყვეობაში ისინი 10 წლამდე ცოცხლობენ.