Category Archives: ფილოსოფია
ნიკოლო მაკიაველი წერდა…
„ჩვენ ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შორის ვერც თანხმობას და ვერც ერთსულოვნებას,ანდა,თუ ვხედავთ,მხოლოდ მათ შორის,რომლებიც ერთიანდებიან სახელმწიფოსა თუ კერძო პირთა მიმართ რაიმე ბოროტმოქმედების ჩასადენად.აღარც სარწმუნოება არსებობს და აღარც ღვთის შიში.
Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ადამიანი გაცილებით უფრო ჭკვიანია,ვიდრე მისი ტყიური ძმები; მაგრამ მისი ჭკუა სხვა ბუნებისა როდია.ის ყველას მეტობს,თუმცა არაფერს შეიცავს ისეთს,რაც დანარჩენებს არ გააჩნიათ.ანკი სხვათაგან როგორ გამოვწყვიტოთ,როცა ისიც სხვასავით იძულებულია შთანთქას ცოცხალი არსებანი,თავი რომ დაირჩინოს; მკვლელობის კანონს ისიც მონებს და ისიც სისხლისმსმელ მტარვალად ქცეულა.
უილიამ სომერსეტ მოემი – „სიბერე”
„სიბერეს შიშით არ უნდა უყურო.მთლიანი სიცოცხლე სიჭაბუკესა და დავაჟკაცებასთან ერთად სიბერესაც გულისხმობს.დილის მშვენიერება და შუადღის ბრწინვალება კარგია,მაგრამ ძალიან ბრიყვი უნდა იყოს კაცი,თუ ფარდებს ჩამოუშვებს და სინათლეს აანთებს,რათა შეღამების სიმშვიდე არ დაინახოს.
გურამ ასათიანი წერდა…
„არსებობენ ტიპები,რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ყველაფერს ხელს მოაწერენ, ყველაფერს იკადრებენ, ქვემძრომივით ხოხვასაც კი ისწავლიან, ოღონდ როგორმე მიწის ზედაპირს შერჩნენ.
ანატოლ ფრანსის გენიალური ნააზრევი…
„მე სულ იმას ვფიქრობ,ხალხი უფრო ბოროტია,ვიდრე ერთის შეხედვითა ჩანს-მეთქი.თავი ისეთებად როდი მოაქვთ,როგორიც სინამდვილეში არიან; იმალებიან,როცა ისეთი რამის ჩადენა სურთ,რაც მნახველს მათ თავს შეაძულებდა ან შეაზიზღებდა;
Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„სისულელე იქნება,თუ ავღნიშნავთ,რომ ქვეყანაზე ცხოვრება უფრო უკეთესი გახდა,ვიდრე წარსულში იყო,ხოლო ადამიანთა უმეტესობის ხვედრი,რაც უნდა ცუდი იყოს,მაინც წინანდელივით საშინელი არ არის.
ჯონ ტილოტსონი წერდა…
„გვიხაროდეს,ოდეს ისინი,ვისაც ქვეყნის მართვა ძალუძთ და საამისო მოწოდებაც გააჩნიათ,თანახმა არიან ზიდონ ეს ტვირთი.დიახაც დიდად მადლიერი უნდა ვიყოთ მათი,რამეთუ გაისარჯნენ და მოიკრიბეს მხნეობა,რათა მართონ ქვეყანა და იცხოვრონ სააშკარაოდ;
შარლ პიერ ბოდლერი – „იყავით მთვრალი!”
„დღე და ღამ იყავით მთვრალი, იყავით მთვრალი, რომ არ განიცადოთ დროის შეუბრალებელი სიმძიმე, რომელიც გაწევთ მხრებზე და ამის გამო გართხმული ხართ მიწაზე…
ბლეზ პასკალის გენიალური ფილოსოფიიდან…
„მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას,შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას.სამართლიანობა,რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა,უძლურია; ძალა,რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა,ტირანულია.
რაინერ მარია რილკეს ფილოსოფიიდან…
„ადამიანები დაბნეულნი არიან და დაფანტულნი.ამიტომ მათ თავის ნუგეში უნდათ.მათი ცხოვრება ბაზრობაა… თოკზე ჯამბაზობა…