Category Archives: ფილოსოფია
ნოვალისი – „რა არის სინდისი?”
„სინდისი ყველა ადამიანს დაბადებით დაჰყვება თან შუამავლად.იგი ღმერთის მოციქულია დედამიწაზე და ამიტომაც ბევრისთვის უზენაეს საბოლოო ცნებად ქცეულა;
ნოვალისი – „ნეტავ ამქვეყნად როდის მოეღება ბოლო ტკივილს,ტანჯვასა და ბოროტებას?”
„ – ნეტავ ამქვეყნად როდის მოეღება ბოლო ტკივილს,ტანჯვასა და ბოროტებას?
ოთარ ჭილაძის ფილოსოფიიდან…
„შენ კი არა გაქვს არჩევანის უფლება,არამედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,თუ რა ამოგივა ბედის ყუთიდან,რა ეწერება იმ ფურცელზე,ფურცლის იმ ნაგლეჯზე,რომელსაც,თავისი მიუდგომლობისა და სამართლიანობის დასადასტურებლად,ზღვის ვირთხას ამოაღებინებს ყუთიდან ბედის მწერალი.
ზურაბ კაკაბაძე – „ფულის ფეტიშიზმი”
„ადამიანი,ნაცვლად იმისა,რომ თავისი ცხოვრების შინაგანი ტენდენციების მიხედვით ზომავდეს და აფასებდეს საგანს,ამ უკანასკნელით ზომავს და აფასებს თავის ცხოვრებას,თვითონ ემორჩილება მას და მის განკარგულებაში ექცევა.
ქეიქაუს იბნ ყაბუსის მეტად საყურადღებო რჩევა-დარიგება
„ნუ მოისურვებთ ისეთი საიდუმლოს ცოდნას, რომელსაც თქვენთან არავითარი კავშირი არა აქვს. საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, და თუ მაინც იტყვით, მას საიდუმლოდ ნუღარ მიიჩნევთ. ხალხის თანდასწრებით ჩურჩულს ნურავის დაუწყებთ. კარგი სიტყვებიც რომ უჩურჩულოთ, მაინც ავი განზრახვა ეგონებათ, რადგან ადამიანს ხშირად ეპარება ეჭვი სხვის პატიოსნებაში.
Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან – „ასეთი არ უნდა იყო – „ადამიანი!”…
„ჩემო მეგობრებო: თუ თქვენ ჭეშმარიტად კაცთმოყვარე ბრძანდებით,მაშ უსურვეთ ყველა ჭკვიან ადამიანს ჩემისთანა გემოვნება,თუნდ სიბილწეც ერიოს მასში,თორემ სხვამხრივ ხომ ჭკვიან კაცს საქმე აღარაფერი ექნებოდათ ამქვეყნად და მარტო სულელებს დარჩებოდათ ეს ქვეყანა.აი,ვინ ჩაცვივდებოდნენ ბედში! ახლაც ხომ არის ანდაზა: „ბედი სულელებსა სწყალობსო, და იცით,
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – „ქალი”
„თანამედროვე ცივილიზაციამ ქალის გონება რამდენადმე განავითარა,მაგრამ სამაგიეროდ მისი ტანჯვა და წამება გაზარდა.გუშინ ქალი ბედნიერი მსახური იყო,დღეს კი უბედურ ქალბატონად იქცა.
ქეიქაუს იბნ ყაბუსი – „სიტყვა ოთხი სახისაა”
„იცოდეთ,რომ სიტყვა ოთხი სახისაა: პირველი,რომელიც არ უნდა იცოდე და არც უნდა თქვა; მეორე,რომელიც უნდა იცოდე და კიდეც უნდა თქვა; მესამე,რომელიც უნდა თქვა და არ უნდა იცოდე; მეოთხე,რომელიც უნდა იცოდე და არ უნდა თქვა.
ამონარიდები ნაგარჯუნას შეგონებების კრებულიდან – „პრაგნია დანდა”
1. „შხამიან გველსა და ბოროტ კაცს თუ შევადარებთ,კაცი ბოროტი გველზე მეტად შესაზარია”.
ომარ ხაიამი – „მცირე რამ მშვენიერი სახის შესახებ”
„მშვენიერ სახეს სწავლულები დიდ ბედნიერებად თვლიან და მისი დანახვა კეთილისმომასწავებელ ნიშნად მიაჩნიათ.ამბობენ,რომ ლამაზი გარეგნობის მადლი ადამიანზე ისეთსავე გავლენას ახდეს,როგორც ცაზე მნათობთა კეთილსასურველი განლაგება,