Category Archives: ფილოსოფია
ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერი წერდა…
“ვაღიარებ,რომ მოკვდავთა უმრავლესობას მართლაც ბედად უწერია სიყვარულს მხოლოდ დროებით ეზიაროს და მთლიანად ვერ იგემოს იგი.ეს გარდაუვალია,რადგან აბსოლუტური სიყვარული და სრულიად უარის თქმა ყოველგვარ სიკეთეზე თავდაცვის ინსტიქტს სპობენ და საფრთხეს უქმნიან თვით ინდივიდუუმის არსებობას.
ნიკოლო მაკიაველის გენიალური ქმნილებიდან – “მთავარი”
“თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი,ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს,ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან,მელას – მგლებისაგან.მაშასადამე,მელა უნდა იყო,რომ შენიშნო გველი, და ლომი,რომ დაიფრინო მგლები.მას,ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს,ბევრი არ ესმის”.
“ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული…”
“მოწყალე და მოსიყვარულე შემოქმედის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მწყობრი წესრიგი კი არ არის,არამედ მტრულ ძალთა ქაოსია,გასრესასა და განადგურებას რომ უქადის კაცს.ეს არის სამყარო,სადაც ადამიანი ესოდენ უმწეოა და მიუსაფარი,სადაც პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი ჯილდოა უმადურობა! ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული,
ეპიკურეს ფილოსოფიიდან…
1. “ღმერთი რომ იწყალებდეს ადამიანთა თხოვნას სწრაფად,ყველა ადამიანი დაიღუპებოდა,რადგან ისინი ერთმანეთისათვის განუწყვეტლივ ბევრ რასმე ცუდს სთხოვენ ღმერთს”.
დემოკრიტე აბდერელის ნააზრევი…
1. ”დემოკრატიაში სიღარიბე იმდენადვე უნდა ვამჯობინოთ მეფეების ხელში ეგრეთწოდებულ კეთილდღეობას,რამდენადაც თავისუფლება მონობას”.
ხედავთ, როგორი საშინელი შედეგი მოსდევს ვალებს?!”
“სათქმელად ადვილია. როდესაც უფალი ღმერთი სამყაროს ქმნიდა, სალარო გამოცარიელებული ჰქონდა. იგი იძულებული იყო ეშმაკთან დაეგირავებინა სამყარო და ისე ესესხა მისგან ფული. და რადგან უფალი ღმერთი, როგორც ღვთიურ, ისევე ადამიანურ კანონებითაც, კვლავ ეშმაკის მოვალედ რჩება, მას თავაზიანობის გამო არ შეუძლია აღუკვეთოს ეშმაკს ქვეყნად თარეში და არევ-დარევისა და ბოროტების თესვა.
მორის მეტერლინკის წიგნიდან – “დამარხული ტაძარი”
“უბედურება,რომელიც ცხოვრებას გვინგრევს და რომელიც ემუქრება ჩვენი გონებისა და ხასიათის მთლიანობას,ის კი არ არის,რომ მოვტყუვდეთ ან გაურკვეველი ჭეშმარიტება გვიყვარდეს,არამედ იმის ერთგულად დარჩენა,რისიც მთელი სულითა და გულით აღარ გვწამს.
ოსკარ უაილდი – “ცხოვრება”
“თუ ადამიანი ცხოვრების ორომტრიალს,ამ განსაცვიფრებელ უძირო სასწაულს აკვირდება,რომელიც განუზომელი ტანჯვა-ვაებით და დაულეველი სიხარულითა და სიამითაა სავსე,ვერ შეძლებს სახეზე შუშის ნიღაბი ჩამოიფაროს და თავი აარიდოს სულის შემხუთავ ჰაერს,რომელიც მთელ დედამიწაზე გაბნეულა,
ოთარ ჭილაძე – “ბედი”
“ბედს კი უთქვამს: ვინც მომიხმარს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ გინდაც მართლა ასე იყოს,ამქვეყნად იმდენი კარია ბედის მომლოდინე,ხოლო წელიწადში იმდენად ცოტა დღეა,ძნელი დასაჯერებელია,ბედმა თავისი სიტყვის შესრულება შეძლოს.
ონორე დე ბალზაკი – “თვითმკვლელობა”
“თვითმკვლელობის შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა,თუმცა დიდად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.იგი შეუსწავლელია.იქნებ იმიტომაც,რომ ეს ავადმყოფობა შესწავლას არ ექვემდებარება.