Category Archives: ფილოსოფია

ტომას მორის წიგნიდან – “უტოპია”

“ჩემი აზრით,სრულიად უსამართლოა ფულის წართმევისათვის ადამიანს სიცოცხლე წაართვა.მიმაჩნია,რომ ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ შეიძლება შეედაროს მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს,ხოლო თუკი მეტყვიან,რომ ეს სასჯელი არის შურისძიება არა ფულისთვის,არამედ სამართლიანობის შებღალვისათვის,კანონების დარღვევისათვის,მაშინ,რატომ არ შეიძლება ამ უმაღლეს სამართალს უმაღლესი უსამართლობა ვუწოდოთ?

მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე

მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე – წარმოადგენს ევროპულ ფილოსოფიაში ანტიკური ხანიდან გავრცელებული ორი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ჰერაკლიტე ეფესელისა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) და დემოკრიტე აბდერელის (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებულ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას: პესიმისტი ჰერაკლიტე დატიროდა,ხოლო ოპტიმისტი დემოკრიტე კი – დასცინოდა ყოველგვარ ადამიანურ სისულელეს.

სოკრატე – “ეპიზოდი”

ერთხელ ანტიკური ხანის გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს - სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) ჰკითხეს:

კლეობულოსი “ზომიერების” შესახებ ამბობდა…

“გონიერთათვის ზომიერებას კანონი აწესებს; სულელთა გასაგონად კი ერთი არაკი მახსენდება,რომელიც ჩემმა ქალიშვილმა თავის ძმას უამბო:

მარკუს ავრელიუსის გენიალური ფილოსოფიიდან…

“როცა ვისიმე უტიფრობა გამღვრევს,მეყსეულად ასე ჰკითხე შენსავე თავს: განა შეიძლება,რომ უტიფარნი არ იყვნენ ქვეყნად? არ შეიძლება.მაშ,ნუ მოითხოვ შეუძლებელს.რადგან ეგ კაცი ერთი იმ უტიფართაგანია,რომელნიც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ქვეყნად.

ჯარჯი ფხოველი – “მიზეზი”

“ერთი გამოცანა: იმას,ვინც არ დაგპირებია,მოვალო,მთელი ცხოვრება ელი გულგაწვრილებული,თვალებანთებული,სასომიხდილი,ხოლო ის არა და არ მოდის…

პლატონის გენიალური ქმნილებიდან – “სახელმწიფო”

“თავდაპირველად ტირანი უღიმის ყველას,ვისაც კი ხვდება, და თავგამოდებით ამტკიცებს,ჩემი ტირანობა ვის გაუგიაო?

გოეთესა და ეკერმანის დიალოგი…

გოეთე: “დემონურობა იგია,რაც ჭკუისა და გონების ძალით მიუწვდომელია.დემონურობა მე თავათ არა მაქვს ბუნებაში,მაგრამ მე მაინც შეპყრობილი ვარ მისგან”.

ჰერმან კარლ ჰესეს ფილოსოფიური ხედვები…

“ამ გზაზე თევზიდან,ფრინველიდან და მაიმუნიდან ვიდრე ჩვენი დროის მეომარ ცხოველამდე,ამ გრძელ გზაზე,რომლის დასასრულსაც ვიმედოვნებთ ადამიანებად და ღმერთებად ვიქცეთ,შეუძლებელია,რომ “ნორმალურს” ებიძგოს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაეწიოს კაცობრიობა.

სოკრატეს ნააზრევი…

“ბრძენკაცებთან საუბრისას ნამდვილი აბეზარივით ვიქცევი.შესაძლოა,სწორედ ესაა ჩემი ერთადერთი ღირსება,დანარჩენისა კი რა მოგახსენოთ.საგანთა ნამდვილი ბუნება ხელიდან მისხლტება, და მე ვიცი,რას წარმოადგენს იგი.აი,ამის სარწმუნო საბუთიც: ყოველთვის,როცა მცოდნე და თავისი სიბრძნით მთელს ელადაში სახელგანთქმულ ხალხს ვხვდები ხოლმე,თვალნათლივ ვრწმუნდები ჩემს უმეცრებაში.