Category Archives: ფილოსოფია
მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) – “სიბერის შესახებ”…
“იმ ადამიანებისათვის,რომლებსაც არ შეუძლიათ კარგად და ბედნიერად იცხოვრონ,ყველა ასაკი მძიმეა,ხოლო ვინც ყველა სიკეთის წყაროს თავის თავში ეძებს,მისთვის უბედურება არ არის ის,რაც ბუნების კანონით გარდაუვალია.
მარკუს ტულიუს ციცერონის ნააზრევი…
“რაც დასამალი არ არის,ის არც უნდა დავფაროთ და ვაღიაროთ.ქების წყურვილი ყველას გვკლავს,წარჩინებულნი უფრო ილტვიან დიდებისაკენ,ფილოსოფოსებიც კი,თავიანთ წიგნებში გვირჩევენ,უარი ვთაქვთ პატივზე და ამ დროს არ ავიწყდებათ საკუთარი სახელი მოაწერონ თავიანთ თხზულებებს,
ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…
“ადამიანის ძირითადი მოწოდება,დანიშნულება – ბრძოლა მგონია,ბატონებო, – შეგნებული,გათვითცნობიერებული ბრძოლა.ბრძოლის სხივებზე მძაფრი უნარი ახლის,კეთილის,მშვენიერის შემქმნელს სჭირდება და აქვს კიდეც.ეგ არის,ვინ რას ირჩევს შესალეწავ და ასაღებ ციხედ!
გაიუს სალუტიუს კრისპუსის ფილოსოფიიდან…
“ყველა ადამიანი,რომელიც ესწრაფვის,აღემატოს დანარჩენ ცოცხალ არსებებს,მთელი ძალისხმევით უნდა ცდილობდეს,ცხოვრება მდუმარედ არ განვლოს პირუტყვთა მსგავსად,ბუნებამ თავმოდრეკილნი და მუცლის მორჩილნი რომ შექმნა.
გაიუს ლელიუსის მსოფლმხედველობიდან…
“ვერ დავეთანხმები იმათ,რომლებმაც სცადეს იმის დამტკიცება,ვითომც სხეულთან ერთად სულიც იღუპება,რომ სიკვდილი წარხოცს ყოველივეს.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი,მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში ატარებს,რის გამოც იგი თანდათან დაბლა ეშვება,რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წლიალებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ნეტარო კაცო,რას ემყარება საყოველთაოდ აღიარებული განსხვავება მშვენიერსა და მახინჯს,კეთილსა და უკეთურს შორის,თუ არა ამას: როცა საკუთარი ბუნების მხეცურ საწყისს ადამიანურ,ან,უფრო სწორად,ღვთაებრივ საწყისს ვუქვემდებარებთ,ეს მშვენიერია,მაგრამ როცა თვინიერ საწყისს ველური საწყისი თრგუნავს,ეს სამარცხვინოა და მახინჯი.
“მოიზმი”
“მოიზმი” - გახლდათ ერთ-ერთი უძველი ჩინური ფილოსოფიური სკოლა.მის დამაარსებლად მიჩნეულია დიდი ჩინელი სწავლული და ფილოსოფოსი მო-ძი,რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით 470-391 წლებში.აღნიშნულმა ფილოსოფიურმა სკოლამ შეიმუშავა პროგრამა,რომელსაც სახელად – “საზოგადოებრივი სრულყოფილება,ცოდნის მეშვეობით” ეწოდა.
სოკრატე – “რა არის დემოკრატია?!”
„მმართველები და მათი ნაშიერნი, საოცრად განებივრებულნი არიან, თუმცა სულითაც და ხორცითაც უმწეონი და უნიათონი გახლავან. მათ არც ჭირის გაძლების თავი აქვთ და არც ლხინის ატანისა. თვით მმართველებს კი გამორჩენის გარდა სხვა საფიქრალი არა აქვთ და სიქველეზე სულაც არ ზრუნავენ უფრო მეტად, ვიდრე უპოვარნი.
სოკრატე – “ეპიზოდი”
როდესაც გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – სოკრატეს აღსასრულის დრო დადგა,საპყრობილეში მას სხვა მეგობრებთან ერთად აპოლოდოროსიც ეწვია,რა დროსაც მას წმინდად ნაქსოვი შალის მდიდრული სამოსი და ასეთივე მოსასხამი მიუტანა.თან სთხოვა სოკრატეს,რომ ამ სამოსსა და მოსასხამში გამოწყობილს დაელია სამსალა (შხამი).