Category Archives: საოცარი სამყარო
“მერითერიონი”
“მერითერიონი” - გახლავთ გადაშენებული ძუძუმწოვარი ცხოველი,რომელიც მიჩნეულია სპილოს ადრეულ “წინაპრად”.იგი იყო წარმომადგენელი “ხორთუმისებრთა” სახეობებისა,რომლებიც დედამიწაზე ბინადრობდნენ გვიანი “ეოცენის” (დასაწყისი 56 მილიონი წლის წინ და დასასრული 39,9 მილიონი წლის წინათ) და “ოლიგოცენის” ხანებში (დასაწყისი 33,9 მილიონი წლის წინ და დასასრული 23,03 მილიონი წლის წინათ).
“ჰესპერორნისი”
“ჰესპერორნისი” - წარმოადგენს გადაშენებულ ფრინველთა სახეობას,რომელიც ბინადრობდა გვიანდელ ცარცულ პერიოდში,რომელიც დედამიწაზე დაიწყო 145 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 66 მილიონი წლის წინ.
“გიბას მეტეორიტი”
“გიბას მეტეორიტი” - წარმოადგენს ყველაზე დიდ “მეტეორიტს”,აღმოჩენილს დედამიწაზე,რომელიც ნაპოვნი იქნა აფრიკის კონტინენტზე,ნამიბიის ქალაქ გროტფონტეინთან ახლოს,ჯერ კიდევ 1920 წელს.
ვარსკვლავი – “SDSS J102915 +172927″
“SDSS J102915 +172927″ - გახლავთ უცნაური სახელწოდების მქონე ვარსკვლავი,რომლის სახელწოდებაშიც მოქცეულია,კოორდინატები მისი განლაგებისა გალაქტიკაში.
“გბახალი”
“გბახალი” - წარმოადგენდა ურჩხულს ლიბერიელი ხალხის ლეგენდის მიხედვით,რომელიც ძალიან ჩამოგავდა თანამედროვე სახეობის ნიანგს,თუმცა დინგი შედარებით მოკლე ჰქონდა და ამასთანავე გამოირჩეობა მაღალი ფეხებით.
“აფრიკული პეგომასტაქსი”
“აფრიკული პეგომასტაქსი” - (Africanus Pegomastax),წარმოადგენდა ჰეტეროდონტოზავრების ერთ-ერთ პატარა ზომების მქონე სახეობას,დინოზავრების ოჯახისა.ისინი დედამიწაზე ბინადრობდნენ იურულ პერიოდში,რომელიც დაიწყო,დაახლოებით 201,3 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 145 მილიონი წლის წინ.
“სეიმურია”
“სეიმურია” - ლათინურ ენაზე “Seymouria”,წარმოადგენს ადრეპერმული პერიოდის ნამარხ ამფიბიათა ჯგუფს,პრიმიტიული რეპტილიის დამახასიათებელი თვისებებით.ისინი დედამიწაზე ბინადრობდნენ პერმულ პერიოდში,დაახლოებით 282-260 მილიონი წლის წინათ.
ნოტოზავრი
ნოტოზავრი – თარგმანით „ყალბ, ფალსიფიცირებულ ხვლიკს” აღნიშნავს და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ მტაცებელთა სახეობას ქორდიანთა ტიპის Sauropsida-ს კლასის,ზღვის და ხმელეთის ხვლიკებისა,რომლებიც დედამიწაზე შუა ტრიასულ პერიოდში 240-210 მილიონი წლების წინ ბინადრობდენ. (ავტორი გენია.ჯი)
“ჰიპერგიგანტი ვარსკვლავები”
“ჰიპერგიგანტი ვარსკვლავები” - ინგლისურ ენაზე“Hyperdiant”,წარმოადგენს უაზარმაზარი მასისა და მოცულობის მქონე ვარსკვლავთა კატეგორიას,რომელთაც “ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე” მინიჭებული აქვს სიკაშკაშის 0 კლასი.
ყველაზე შორეული გალაკტიკა – “UDFj-39546284″
“UDFj-39546284″ - წარმოადგენს 2012 წლამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ კომპაქტურ გალაკტიკას,რომელიც შედგება ლურჯი ფერის იმ ვარსკვებისაგან,რომლებიც ჯერ კიდევ 13,4 მილიარდი წლის წინ არსებობდნენ.