Category Archives: ხელოვნების ნიმუშები
უილიამ დე კუნინგი – “ქალი III”
“ქალი III” - გახლავთ გამოჩენილი ნიდერლანდელი აბსტრაქციონისტი მხატვრის - უილიამ დე კუნინგის (1904-1997 წლები),მიერ შექმნილი ტილო,დახატული 1953 წელს.აღნიშნული სურათი არის ერთ-ერთი ტილო იმ სერიებიდან,რომელიც მხატვარმა დახატა 1951-1953 წლებში.
ალბრეხტ დიურერი – “ქრისტე მასწავლებლებს შორის”
“ქრისტე მასწავლებლებს შორის” - გახლავთ გენიალური გერმანელი მხატვრისა და გრაფიკოსის - ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ შექმნილი ტილო,დახატული 1506 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ – ვენეციაში.
ჟაკ-ლუი დავიდი – “მარატის სიკვდილი”
“მარატის სიკვდილი” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა დიდი ფრანგი მხატვრის - ჟაკ-ლუი დავიდისა (1748-1825 წლები),რომელიც მიუძღვნა თავის მეგობარს – ჟან პოლ მარატის ხსოვნასა და “საფრანგეთის დიდ რევოლუციას”.
სალვადორ დალი – “შემოდგომის კანიბალიზმი”
“შემოდგომის კანიბალიზმი” - გახლავთ უდიდესი ესპანელი მხატვრის,გრაფიკოსის,მოქანდაკისა და “სურეალიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენლის - სალვადორ დალის (1904-1989 წლები),მიერ 1936 წელს შექმნილი ტილო.
ალბერტო ჯაკომეტი – “მოსიარულე ადამიანი I”
“მოსიარულე ადამიანი I” - დიდი შვეიცარიელი მოქანდაკის,მხატვრისა და გრაფიკოსის - ალბერტო ჯაკომეტის (1901-1966 წლები),გენიალური ქმნილებაა.
პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “ზარმაცების ქვეყანა”
“ზარმაცების ქვეყანა” - გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის - პიტერ ბრეიგელის “უფროსი” (1525-1569 წლები),მიერ შესრულებული ტილოა.სრული გერმანული სახელწოდება ტილოსი გახლავთ – “შლარაფენლანდი”,რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ზარმაცი მაიმუნების ქვეყანას”.
პაბლო რუის ი პიკასო – “ავინიონელი ქალწულები”
“ავინიონელი ქალწულები” - გენიალური ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის,ჟორჟ ბრაკთან ერთად “კუბიზმის” დამფუძნებლის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მიერ 1907 წელს შესრულებული ტილოა,საიდანაც სათავეს იღებს ავანგარდული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მიმდინარეობა: “კუბიზმი”.
ჟოან მირო ი ფერა – “1968 წლის მაისი”
“1968 წლის მაისი” - გახლავთ დიდი ესპანელი (კატალონია) მხატვრის,მოქანდაკისა და გრაფიკოსის - ჟოან მირო ი ფერას (1893-1983 წლები) მიერ შექმნილი აბსტრაქტული ტილო 1968-1973 წლების პერიოდში და გამოსახავს 1968 წლის მაისის მოვლენებს,რომელიც განვითარდა საფრანგეთში.
თეოდორ ჟერიკო – “მედუზას ტივი”
“მედუზას ტივი” - დიდი ფრანგი მხატვრის თეოდორ ჟერიკოს (1791-1824 წლები) მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა რომანტიზმის ეპოქისა.სურათის სიუჟეტი რეალობიდან აიღო მხატვარმა.
იან ალოიზი მატეიკო – “მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა”
“მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა” - წარმოადგენს ტილოს დიდი პოლონელი მხატვრის,დიდოსტატის ბატალიური და ისტორიული ტილოების შექმნისა – იან ალოიზი მატეიკოსი (1838-1893 წლები).