Category Archives: მითოლოგია

“უაკა”

“უაკა”- მოიხსენიებენ ასევე როგორც – “ვაკა”,კეჩუას ენაზე აღნიშნავს “თაყვანისცემის ობიექტს”.იგი წარმოადგენდა “წმინდა ადგილს” ინკების,ანდების კულტურის და სხვა ინდიელი ხალხისა (მცხოვრებნი სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ამერიკისა).

“ტონაკატეკუტლი”

“ტონაკატეკუტლი” - წარმოადგენდა ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიის უმაღლეს ღვთაებას,რომელსაც მიიჩნევდნენ,როგორც – “ღმერთსა და მფლობელს ჩვენი არსობისას”.

“მბულუ”

“მბულუ” – ფიჯის ენაზე “ბულუ”,წარმოადგენდა ფიჯის კუნძულზე მაცხოვრებელი ხალხის მითოლოგიის მიხედვით – “გარდაცვლილთა სულების სამყაროს”,რომელიც მდებარეობდა მიწისქვეშეთში.

“მანა”

“მანა” - (ერთგვარი მაგია).მელანეზიის (კუნძულთა ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში,ავსტრალიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოლინეზიის (კუნძულთა ერთობლიობა წყნარ ოკეანეში,შედის ოკეანეთის შემადგენლობაში) ხალხთა წარმოდგენით გახლდათ – ზებუნებრივი ძალების მქონე არსება,

“პროკრუსტე” – (პროკრუსტეს სარეცელი)

“პროკრუსტე” - ძველბერძნულ ენაზე აღნიშნავს – “გამჭიმავს”.იგი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით “დამნაშავე”,რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “დამასტი” ან “პოლიპემონი”.

ფილომელა

ფილომელა - ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით გახლდათ,ათენის მეფის პანდიონ I-ის და მისი მეუღლის ზევკისპას ქალიშვილი.პროქნეს,ერეჰტეასა და ბუტას და,რომელიც ცოლად მოიყვანა  ომის ღმერთის არესის ვაჟმა თერეამ.

ნანაუაცინი

ნანაუაცინი” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “ნანაუატლი”.იგი გახლდათ აცტეკთა ღვთაება,რომელიც მსოფლიოს მეხუთე ეპოქის დასაწყისში გადაეშვა ცეცხლში და იქცა მზედ.აცტეკთა მითოლოგიის თანახმად “ახალი სამყაროს” შექმნის შემდეგ,შეიკრიბნენ ღმერთები რათა გადაეწყვიტათ ის,თუ ვინ იქნებოდა მზის ღმერთი.

“აჰურამაზდა”

“აჰურამაზდა” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც: “ორმაზდი” ან “ორმუზდი”.იგი წარმოადგენდა ძველსპარსული მითოლოგიის უმაღლესს (უზენაესს) ღვთაებას,ზოროასტრიული და აქემენიდთა პანთეონისა,რომლის სახელი წარმოდგებოდა ავეტური სახელწოდებისაგან და აღნიშნავდა “ბრძენ ბატონს”.

“ჰუვეანე”

“ჰუვეანე” – ინგლისურ ენაზე “Huveane”,მრავალი უძველესი აფრიკული წყაროების გადმოცემის თანახმად წარმოადგენდა პირველ ადამიანს დედამიწაზე.ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი იგი გახლდათ ცბიერი ღვთაება,ან სამყაროს შემოქმედიც კი.

“ტყუპი-ღმერთები”

“ტყუპი-ღმერთები” - გახლავთ “მითილოგემა” (ტერმინი – გამოიყენება: მითოლოგიური სიუჟეტების სცენებისა და გამოსახულებების გამოსაყენებლად სხვადასხვა ხალხების კულტურაში),რომელიც ფართოდ იყო გავცელებული ინდოევროპული ხალხების წარმართულ მითოლოგიებში.კერძოდ მათი ხედვებით არსებობდა ისეთი ღმერთები,რომლებიც ტყუპები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთები კი გახლდათ: