Category Archives: მეცნიერება
ფილოსემიტიზმი
ფილოსემიტიზმი – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა: Phileo აღნიშნავს – “მიყვარს”,ხოლო Semit – “სხავასხვა ხალხებს”.იგი გახლავთ არაებრაელების მიერ ებრაელი ხალხის,მათი რელიგიისა და ისტორიის მიმართ გამოჩენილი სათანადო დაფასების,სიყვარულისა და დაინტერესების ცნება.
პლუტონი – “ეპიზოდი”
მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა – პლუტონი აღმოჩენილი იქნა 1930 წლის 18 თებერვალს აშშ-ი მდებარე ქალაქ ფლაგსტაფში განთავსებული “ლუოელის ობსერვატორიის” 23 წლის ამერიკელი ასტრონომის – კლაიდ უილიამ ტომბოს (1906-1997 წლები) მიერ.
როგორ ერკვეოდნენ ინკები მათემატიკურ მეცნიერებაში?
კოლუბამდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის – ინკების მაცხოვრებელი ხალხი არანაკლებად იყო გათვითცნობიერებული მათემატიკურ მეცნიერებაში,ვიდრე მაიას უნიკალური ცივილიზაციის მქონე ხალხი და ამას უამრავი ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს.
პეტროგრაფია – “ეპიზოდი”
პეტროგრაფია – წარმოადგენს დამოუკიდებელ მეცნიერებას,რომელიც ფოკუსირებას ახდენს ქანების დეტალურ დაკვირვებაზე.იგი იკვლევს ქანთა მინერალოგიურ და ქიმიურ შემადგენლობას.
ლიბანიოსი – ბაკურ იბერიელის შესახებ წერდა…
დიდ ანტიოქიელ ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსს,რიტორსა და პედაგოგს – ლიბანიოსს (314-393 წლები),როგორც ცნობილია უამრავი მოწაფე,მიმდევარი და მეგობარი ჰყავდა,მაგრამ მათგან ყველაზე ახლობელ,სათაყვანო და საყვარელ ადამიანს,გენიალური ქართველი ფილოსოფოსი,რიტორი და უბადლო სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე – ბაკურ იბერიელი (IV საუკუნე) წარმოადგენდა.
კლოდ გასპარ ბაშე დე მეზირიაკი
კლოდ გასპარ ბაშე დე მეზირიაკი – დაიბადა 1581 წლის 9 ოქტომბერს საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ბურკ-ან-ბრესში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ წევრს საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიისა,მათემატიკოსს,პოეტს,მთარგმნელსა და ლინგვისტს.
ჰიპერთიმეზია – (ჰიპერთიმეზიული სინდრომი)
ჰიპერთიმეზია – წარმოადგენს ადამიანის განსაკუთრებულ შესაძლებლობას (უნარს) ახსოვდეს,ან მეხსიერებაში აღიდგინოს ძალიან ბევრი და მაღალი რაოდენობის ინფორმაცია საკუთარი ბიოგრაფიიდან.
Undulatus asperatus – “ჯოჯოხეთის ცა”
Undulatus asperatus - წარმოადგენს უიშვიათესი ტიპის ღრუბლებს,რომლებსაც თავისი უჩვეულო და საშინელი ფორმების გამო – “ჯოჯოხეთის ცას” უწოდებენ.პირველი ფოტოები ამ საოცარ ბუნებრივ მოვლენაზე გადაღებულ იქნა დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში.
C/1996 B2 (კომეტა – “ჰიაუტაკე”) – (კომეტის ყველაზე გრძელი კუდი)
C/1996 B2 – წარმოადგენს ხანგრძლივპერიოდულ კომეტას,რომელიც აღმოჩენილ იქნა 1996 წლის 30 იანვარს იაპონელი მოყვარული-ასტრონომის – იუძი ჰიაუკატეს მიერ. C/1996 B2 აღნიშნული კომეტის სამეცნიერო და ოფიციალური სახელწოდებაა,თუმცა მას მეცნიერები ხშირად აღმომჩენის სახელით – “ჰიაუტაკე”-თიც მოიხსენიებენ.
რამდენიმე ფაქტი ასტრონომიიდან…
1. სხვადასხვა მონაცემების თანახმად,დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ 26 000 მეტეორიტი ვარდება.მათი უმრავლესობის წონა 100 გრამამდე მერყეობს,ხოლო სამი ათსამდე კი 1 კილოგრამამდე და მეტი სიმძიმის არის.ჩამოვარდნილი მეტეორიტებიდან ადამიანმა საშუალოდ 5-6 მეტეორიტის ჩამოვარდნის პროცესი შეიძლება იხილოს,