Category Archives: განათლება
გრიგოლ ორბელიანი – “ეპიზოდი”
1865 წელს თბილისში დიდი სიძვირე ჩამოვარდა,ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა,ხარჯები და გადასახადები მოუმატეს.ხალხი სამართალს ვეღარ ჰპოვებდა.აღელდა,უკმაყოფილებას აცხადებდა,მაგრამ მსმენელი და გულშემატიკვარი,როგორც ხდება ხოლმე,არავინ ჩანდა.
პეტრე უმიკაშვილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლება საქართველოში ქართული ენის ამოძირკვას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა.
იროდიონ ევდოშვილი – “ეპიზოდი”
ილია ჭავჭავაძის ვერაგულმა მკვლელობამ სასიქადულო ქართველ მწერალზე და პოეტზე - იროდიონ ევდოშვილზე (1873-1916 წლები) მეტად უარყოფითი გავლენა იქონია.სწორედ ეს ამაზრზენი მოვლენა იქცა მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის რადიკალურად შეცვლის უმთავრესი მიზეზი.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა უწოდა გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს,მისი კონცერტით აღფრთოვანებულმა დიდმა გერმანელმა პოეტმა და პუბლიცისტმა – ჰაინრიხ ჰაინემ?
პიერ-ჟან დე ბერანჟეს შესახებ…
ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული დიდი ფრანგი პოეტი და სატირული შინაარსის მქონე პოლიტიკური პამფლეტების ავტორი - პიერ-ჟან დე ბერანჟე (1780-1857 წლები),იმთავითვე დაინტერესებული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა,თავის პირველ და ყოვლად უგერგილო რომანში (გამოქვეყნდა 1956 წელს),ქართველებს მწვანილის სიყვარულის გამო – “ბალახიჭამიები” გვიწოდა,რამაც ჩვენ ერს ძალიან ატკინა გული.დაასახელეთ,რომელმა რუსმა “ლიტერატორმა” მოგვიხსენია ქართველები “ბალახიჭამიებად”?
ალბერ კამიუს შესახებ…
1913 წლის 7 ნოემბერს საფრანგეთის ყოფილ კოლონიურ ქვეყანაში – ალჟირში დაბადებული დიდი ფრანგი მწერალი,ფილოსოფოსი და “დასავლეთის სინდისად” წოდებული - ალბერ კამიუ (1913-1960 წლები) ბავშვობიდანვე ათეისტური ხედვებით გამოირჩეოდა.
„საბავშვო ბაღების” დაარსების ისტორიიდან…
საბავშვო ბაღი – წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას,რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში ფუნქციონირებს.აღნიშნული დაწესებულების უმთავრესი მიზანი გახლავთ პატარებისათვის პირველადი მინიმალური ცოდნის მიცემა,მათი ფიზიკური,ინტელექტუალური და მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდა.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გავრცელებული ცნობების თანახმად,დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს – კანდიდ ჩარკვიანს ეწვია და მისი მომაკვდავი მეგობრისათვის და გენიალური ქართველი პოეტისათვის – ლადო ასათიანისათვის “რაღაც” თხოვა.დაასახელეთ,რისი თხოვნით მიმართა ჩიქოვანმა ჩარკვიანს?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გარდა ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებებისა,კიდევ რით გაითქვა სახელი დიდმა იტალიელმა კომპოზიტორმა და სახელგანთქმული ოპერის – “სევილიელი დალაქის” ავტორმა – ჯოაკინო როსინიმ (1792-1868 წლები)?