Category Archives: განათლება

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ადამიანმა,რომელმაც “ამ” გენიალური ტილოს შეკვეთა მისცა,საბოლოოდ უარი განაცხადა მასში ფულის გადახდაზე,რადგან არ მოეწონა.სურათის დახატვიდან ათი წლის შემდეგ “იგი” 4 000 ეკიუდ შესყიდული იქნა საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის მიერ,რის შემდეგაც გადაიტანეს ფონტენბლოს ციხე-სიმაგრეში.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ერთ დღეს ისლანდიური წარმომავლობის მქონე გენიალურმა ამერიკელმა მოჭადრაკემ – ბობი ფიშერმა,თავის კოლეგას შემდეგი სახის ტელეგრამა გაუგზავნა: “კოლეგავ,გილოცავ სწორი სვლის გაკეთებას”.დაასახელეთ,რომელ ცნობილ მოჭადრაკეს გაუგზავნა ფიშერმა აღნიშნული ტელეგრამა და რა ჰქონდა მას მხედველობაში “სწორი სვლის” გაკეთებაში?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი – არისტოტელე,საკუთარ მოსწავლეებს აიძულებდა,გაკვეთილების მიმდინარეობისას ხელში ჰკავებოდათ სპილენძის ბურთულა,ხოლო მაგიდაზე კი დაედგათ სპილენძისვე თეფში.დაასახელეთ,რა იყო ამის მიზეზი?

“შიში” – უძველესი მოქმედი საშუალო სკოლა

“შიში” (ჩინური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ქვის სახლს”) – წარმოადგენს არა მარტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედ უძველეს საშუალო სკოლას,არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი იგი ყველაზე ძველ მოქმედ სკოლად არის მიჩნეული.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: აღორძინების ხანის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი – მიშელ დე მონტენი (1533-1592 წლები),ერთობ მოხიბლული გახლდათ იმ მანდილოსნებით,რომლებიც ტანისამოსის (პირობითად) “იქს” ნაწილს ატარებდნენ.ასეთ მანდილოსნებს იგი რომაელ გლადიატორებსა და ქრისტიან წამებულებსაც კი ადარებდა.დაასახელეთ,ქალის ტანისამოსის რომელი ნაწილით იყო მონტენი მოხიბლული?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,სხეულის რომელ ერთადერთ ნაწილს იბანდა რეგულარულად საფრანგეთის ლეგენდარული მეფე ლუი XIV ?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: 1625 წელს ერთ-ერთმა მეტად გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ,ახალგაზრდა ფრანგ ჭაბუკს ჭადრაკის თამაში შესთავაზა.მიუხედავად იმისა,რომ ჭადრაკის ფიგურები თეთრი და შავი ფერის იყო,ამ ორთაბრძოლას მაინც წითლებისა და ლურჯების ორთაბრძოლა უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული საჭადრაკო პარტია გადადებულ იქნა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი მარცხი.დაასახელეთ ვის შორის წარიმართა აღნიშნული საჭადრაკო დაპირისპირება და რა ჩინი მიიღო დამარცხებული მაღალჩინოსნისაგან გამარჯვებულმა საჩუქრად?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი:  ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ტექსტში მოხსენიებულია – მონღოლები,თურქები და ავსტრიის დედაქალაქი ვენა.დაასახელეთ რომელი ქვეყნის ეროვნულ ჰიმნში არიან ისინი მოხსენიებული?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ლოგიკოსი,მათამიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე – ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872-1970 წლები) გვაუწყებდა რომ,”აღორძინების ეპოქაში” თითოეულ კარდინალს რომის პაპთან ოფიციალურ მიღებაზე აუცილებლად თან ახლდათ “ერთი” ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,”ამ” ადამიანებს ერთ-ერთი ციური სხეულის სახელითაც მოიხსენიებდნენ.დაასახელეთ,ვინ ახლდნენ კარდინალებს აღორძინების ეპოქაში რომის პაპებთან ოფიციალურ მიღებებზე და რატომ დაჰყავდათ ისინი?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: გენიალური იაპონელი მეცნიერი ბირთვულ ფიზიკაში – ნაკაია უკიტირო,”მათ” საიდუმლო იეროგლიფებით დაწერილ ზეციურ წერილებს უწოდებდა.დაასახელეთ რა ჰქონდა მხედველობაში დიდ მეცნიერს?