Category Archives: განათლება
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: XVIII საუკუნეში იტალიის ქალაქ კრემონაში ცხოვრობდა მაღალი სოციალური სტატუსის მქონე დიდგვაროვანი,ვინმე – პაოლო სტრადივარიუსი,რომელიც თავის მხრივ სიმებიანი მუსიკალური საკრავების დამზადების გენიალური ოსტატის – ანტონიო სტრადივარიუსის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ.მიუხედავად სახელოვანი წინაპრისა,იგი საგულდაგულოდ მალავდა აღნიშნულ ფაქტს და ძალიან ბრაზდებოდა,როდესაც მას ამის შესახებ შეახსენებდნენ.დაასახელეთ მიზეზი,რატომ?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ტრადიციული იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტი – არფა,ორი მეტრის სიგრძის მქონეა.თუმცა ერთ-ერთმა იაპონელმა ქალბატონმა – ნაოკო იმაძაკიმ,იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტების დამამზადებელ ფაბრიკას,აღნიშნული ინსტრუმენტის მინიატურული ნიმუშის დამზადება შეუკვეთა.დაასახელეთ,რა მიზნით დაამზადებინა მან ასეთი სახის არფა?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გენიალურმა იაპონელმა მხატვარმა და ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ციფრული ხელოვნებისა – იუტაკა კაგაიამ,მის მიერ შექმნილი სურათების კომპოზიციაში – “კოსმოსი”,წითელი და ლურჯი ტონალური ფერებით გამოსახა “ის”.დაასახელეთ რა გამოსახამ მახტვარმა აღნიშნული ფერებით?
სისა ბენ დაჰირი
სისა ბენ დაჰირი – წარმოადგენდა იმ ლეგენდარულ და ბრძენ ინდოელ ბრაჰმანს (ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების – ვარნის წარმომადგენელი,ქურუმი ან ინტელექტუალი),მათემატიკოსსა და შემოქმედს,რომელსაც დამკვიდრებული მითის მიხედვით მიეწერება ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის გამოგონება.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იუდაიზმის მოძღვრებაში – კაბალაში გავრცელებული ერთ-ერთი თეორიის თანახმად,ცოდვით დაცემის დროს ადამის სული სარკის მსგავსად იქნა დამსხვრეული და გაყოფილი.დაასახელეთ,კაბალის თეორიის თანახმად რამდენ სულად იქნა გაყოფილი ადამის სული?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმ პერიოდში,როდესაც ჩინეთი მრავალ სამთავროდ იყო დაყოფილი,არსებობდა წესი,რომლის მიხედვითაც ბრძოლაში დამარცხებული ჩინელი მმართველი – გამარჯვებულ მმართველთან ზურგზე მოკიდებული საგანგებო ნივთით უნდა გამოცხადებულიყო.დაასახელეთ რა ნივთი ჰქონდათ ზურგზე მოკიდებული დამარცხებულ მმართველებს და რას აღნიშნავდა სიმბოლურად იგი?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოსს,სოკრატეს მოწაფესა და კირენული სკოლის ფუძემდებელს – არისტიპე კირენელს (ძვ.წ.აღ-ით 435-355 წლები) ჰკითხეს,თუ რა სარგებლობა მოუტანა მას ფილოსოფიამ?! რაზეც არისტიპემ უპასუხა: “მან მომცა საშუალება,”გავაკეთო ეს” ყველასთან,ვინც არ უნდა იყოს იგი”. დაასახელეთ რა იგულისხმა არისტიპემ?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: რომის იმპერიის სისასტიკით განთმულმა ოდიოზურმა იმპერატორმა – ნერონმა,რა ამაზრზენი საჩუქარი მიართვა თავის რიგით მეორე ცოლს პოპეა საბინას?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმ დროს,როდესაც დასავლეთ აფრიკაში მდებარე გვინეის რესპუბლიკაში მეტად მოუსავლიანი პერიოდი დადგა,ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას აუკრძალა ამ საქმიანობაზე ხელი აეღოთ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ საქმიანობის მქონე დასახელების ტილო დახატული აქვს გენიალურ ნიდერლანდელ მხატვარს – პიტერ პაულ რუბენს.დაასახელეთ რა აუკრძალა გვინეის მთავრობამ ადგილობრივებს?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა-სტოიკოსმა ათონოდოროსმა (ძვ.წ.აღ-74-7 წლები),რომის იმპერატორს – გაიუს იულიუს კეისარს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა: “როდესაც მრისხანება შეგიპყრობს არაფერი თქვა და არც არაფერი მოიმოქმედო მანამ,სანამ ოცდაოთხივეს არ გაიხსენებ”.დაასახელეთ რის გახსენებას გულისხმობდა ათონოდოროსი?