Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ცხოვრება ჭრელია – სად რას იპოვი და სად რას დაჰკარგავ, წინასწარ ვერ გამოიცნობ!” – ვიქტორ ასტაფიევი (მწუხარე დეტექტივი)
ამონარიდები თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – „გზა ბავშვობისაკენ”
„ზოგჯერ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვასა თუ ვითარებას იმდენი თანმავალი აზრი ან ორაზროვნება ახლავს, რომ მის გარკვევას მთელი ცხოვრება სჭირდება…”
ამონარიდები ოტია პაჭკორიას მოთხრობებიდან…
„ერთადერთხელ ემსგავსება ადამიანი მაცხოვარს – მხოლოდ სულის ხორცთან გაყრის ჟამს”. – (შენდობა)
ამონარიდები ნაირა გელაშვილის მოთხრობებიდან…
„თუ სიკვდილი ერთხელ მაინც არ განგიცდია, უფლება არა გაქვს ვინმეს სიცოცხლე სიკვდილით დაამთავრო”. – (ჩვენება)
ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობებიდან…
„ის რაც ხალხის სახეზე აისახება, უეჭველად ახდება”. – (ჯარისკაცის ქვრივი)
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ოხ, რა დიდი სიკვდილია, შენივე ჯილაგისა რომ წაგიჭერს ყელში სხვათა საამებლად”.
ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„დიდი უბედურებაა ქალისთვის ოჯახური სიტკბოების განუცდელად სიკვდილი, უქმარშვილო ქალი უკვალოდ გამქრალი ვარსკვლავია”.
ამონარიდები სადეყ ჰედაიათის რომანიდან – „ცეცხლთაყვანისმცემელი”
„ძაღლის დორბლი ზღვას ვერ წაბილწავს!”
ამონარიდები თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მე მგონია, სიცილით ადამიანის გამოცნობაც შეიძლება და თუ თქვენ მოგეწონათ სიცილი, თუნდაც ვინმე სრულიად უცნობი ადამიანისა, რომელსაც პირველად შეხვედრიხართ, გაბედულად თქვით, კარგი კაცია-თქო”.
ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის რომანიდან – „მატილდა”
„მე ყველაზე მძიმე მოვალეობა შევასრულე ამქვეყნად – გავაბედნიერე ადამიანი”.