Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”

„რამდენადაც ცოლია ლამაზი, ორი იმდენად ქმარი უნდა იყოს ფრთხილიო”.

ამონარიდები არჩილ სულაკაურის მოთხრობებიდან…

„როგორ შეიძლება მოკლა კაცი, რომელიც შენსავით არ ფიქრობს, შენსავით არ აზროვნებს, რომელსაც სხვანაირად ესმის ცხოვრება? მერმე რაა, რომ იარაღი გაქვს ხელში, ძალა გაქვს და ის შენზე სუსტია…

ამონარიდები კობო აბეს რომანიდან – „გამყინვარების მეოთხე პერიოდი”

„მამათა და შვილთა დავაში მსჯავრმდებლები ყოველთვის შვილები არიან. შემქმნელთ სჯიან ნაშიერნი. დიახ, რა აზრისაც არ უნდა იყვნენ მშობელნი, ეტყობა, ეს სინამდვილის გარდუვალი კანონია”.

ამონარიდი ნიკო ლომოურის მოთხრობიდან – „აღარა ეშველება რა”

„ეს წყეული საღამო, კუდიანების ღამეს რომ იტყვიან, სწორედ იმასა ჰგავდა. ამისთანა შემთხვევაში ქართველი კაცი ამბობს ხოლმე: ცასა და დედა-მიწას ისეთი ამბავი აქვთ, რომ ძაღლიც კი არ გაიგდება კარზედაო… თვით ადამიანი ხომ,

ამონარიდები გუსტავ ფლობერის რომანიდან – „სანტიმენტალური აღზრდა”

„ – საერთოდ, მე მგონია, რომ არის სამი პარტია. არა! სამი ჯგუფი, რომელთაგანაც არცერთი არ მეპიტნავება: ისინი, ვისაც აქვს რამე, ისინი, ვისაც არაფერი არ აქვს და ისინი, ვინც ცდილობს რამე შეიძინოს. მაგრამ ყველანი ერთსულოვანი არიან ძალაუფლებისადმი სულელურ თაყვანისცემაში!”

ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანიდან – „კოლხეთის ცისკარი”

„ღმერთმა თუ ბუნებამ არც სახე მოგვცა ერთნაირი, არც სინდისი, არც მკლავის ძალა, ყველა ერთნაირად რატომ უნდა დავფასდეთ?!”

ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”

„ბუნებამ ქალები სუსტ, მგრძნობიარე, მიმნდობ არსებად გააჩინა. მამაკაცები იოლად ახვევენ თავბრუს., აცდენენ, სისულელეს ჩაადენინებენ, მერე კი მისდგებიან და ჰკიცხავენ, ჰკილავენ, სიცოცხლეს უსპობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ ქალთა ცოდვანი, თუ მთლიანად არა, სანახევროდ მაინც, მათ კისერზეა”.

ამონარიდები ჯუზეპე გარიბალდის რომანიდან – „კლელია”

„დუელზე შემდეგი შეხედულებისა ვარ: ჩემი ფიქრით, ყოველთვის გასაკიცხნი არიან ისინი, ვინც ერთმანეთში ისე ვერ მორიგებულან, თუ ერთმა მეორეს სიცოცხლე არ მოუსწრაფა”.

ამონარიდები პლუტარქე ქერონეელის ქმნილებიდან – „რჩეული ბიოგრაფიები”

„ფული ეკუთვნის არა იმას, ვინც იძლევა, არამედ მიმღებს, თუ იგი სამაგიეროს იხდის იმ საქმით, რისთვისაც ამ ფულს იღებს”.

ამონარიდები რომენ როლანის რომან-ეპოპეადან – “ჟან-კრისტოფი”

„ყველამ იცის, რა ძნელია სრული გულახდილობა ბავშვსა და მშობლებს შორის, თუნდაც მათ უნაზესი სიყვარული აკავშირებდეს, რადგან ერთი მხრივ, პატივისცემა ხდის შეუძლებელს აღსარებას;