Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ბაგრატ მეშვიდე, ქეთევანი და კირიონი”

„სიბრძნე ნიჭს ახლავს და არა ასაკს”.

ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…

„არამკითხე მოამბეები უმწარებენ სიცოცხლეს ადამიანსა და ქვეყანას. ამ გულჭვარტლიანთ არაფერი წმინდა არა აქვთ.

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ქარიშხალი”

„ბოროტად შობილზე სასტიკია ბედით გაბოროტებული”.

ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”

„სიმართლე ისეთი ოქროა, რომელსაც ყველა ჩემობს”.

ამონარიდები ჰელიოდორეს ძველბერძნული რომანიდან – „ეთიოპიკა”

„გასაჭირი ხერხს უკარნახებს ხოლმე კაცს…”

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „დემეტრე მეორე”

„კაცის სიტყვა ძაღლის კბილზე უმწარესია”.

ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებიდან…

„ – არა, ვერ არის ალბათ, ეს ბუნება აწყობილი კარგად, თორემ, გაათავე შენი საქმე კაცმა, ემსახურე ქვეყანას და ხალხს, დაზარდე შვილები, მიეცი გზა და წადი! რაღას ებლანდები ფეხებში სხვას. რიღასი მაქნისი ხარ ვითომ… მაგრამ ტკბილია ეს ოხერი სული და რა ვქნათ.” – (სტეფანე პაპას ზიზიები)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„უნდა გქონდეს კაცს შენი საიდუმლო – რაღაცა გულში სამუდამოდ ღრმად დამარხული, სხვის ყურს რომ არ მიაკარებ და საჯიჯგნსაკამათოდ არასოდეს აქცევ”. – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…)

ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”

„მოკვდავ კაცს არა ხელეწიფება ადამიანის სულში ხელის ფათური. შენ კაცო, ვინ ხარ? უფლება ვინ მოგცა, სხვის სულში ხელი აფათურო და წარსტაცო ყოველივე, რაც მას ახარებს?! მის ნაცვლად კი შენს სიხარულზე მიუთითო და ანუგეშო, სიხარულად ეგ გეყოფაო?!”

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ქარიშხალი”

„ – ღმერთმა ქონება ყველას ოხრად დაატოვებინა და შენ ეძებ?”