Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდი მერაბ აბაშიძის მოთხრობიდან – „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო”

„ – ბავშვებო! – ხმამაღლა წარმოვთქვი ისევ, როცა სიცილი მიწყნარდა, – ჩემო საყვარელო ბავშვებო! დღეს ვხსნი უკანასკნელ გაკვეთილს… დაგვრჩა რამოდენიმე წუთი… მისმინოს ყველამ:

ამონარიდი მერაბ აბაშიძის მოთხრობიდან – „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო”

„ო, როგორი სიამოვნებით გავუძღვებოდი მოედანზე დაყრილი ფიჩხისაკენ ხელებშეკრულ ჯალათებს! ჰო, ჯერ ვაწამებდი, ეს არ დაგავიწყდეს!.. მერე… ეს ვინ არის? ნერონი, კალიგულა, მაკედონელი, ესეც ჩემი ერის შეურაცხმყოფელი შაჰ-აბასი, ეს კიდევ ნაპოლეონი! აბა, ბატონებო, რას გვეტყვით სიკვდილის წინ?!

ამონარიდები გურამ ბათიაშვილის რომანიდან – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”

„დღეს სიმართლის თქმა სასაფლაოსკენ წასვლას ნიშნავს… მეც რა… უნდა დავყვე ნებას… სიმართლე მოიცდის,მოვა დრო,ან თავად უნდა მოიყვანო დრო,როცა სიმართლე ყველას დასჭირდება… დღეს კი სიცოცხლის გადამრჩენი ტყულია… დღეს სიბრძნე სიცრუეა… კი,სიცრუეშია სიბრძნე…”

ამონარიდები სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან – „წიგნი სიბრძნე სიცრუისა”

„მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმეთა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ, თუცა კაცი იგი არ გამეფდა, – რომ მათის საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება”.

ამონარიდები ჭოლა ლომთათიძის ნოველიდან – „თეთრი ღამე”

„სიცოცხლე მინდა და სხვა არაფერი!.. სიცოცხლეს ხომ ერთხელ გამოცდის ადამიანი, მხოლოდ ერთხელ! ნუ მართმევთ ამ სიცოცხლეს, ის ისეთი მშვენიერებაა! ყველაფერი ფეხებზე მკიდია, მხოლოდ სიცოცხლე დამანებეთ, დამანებეთ ვისუნთქო და ქვეყნიერებას ვუცქირო…”

ამონარიდები ეგნატე ნინოშვილის მოთხრობიდან – „ჩვენი ქვეყნის რაინდი”

„როცა საზოგადო საქმისთვის თავს სწირავს ადამიანი,იცის,რომ მისი ღვაწლი ამაოდ არ ჩაივლის,ასე თუ ისე კეთილ ნაყოფს გამოიღებს.ასეთ თავგანწირვაში რაღაც ერთგვარი კმაყოფილებაც არის,მერე კიდევ წინდაწინვე იცი,რომ თავი უკვე შეწირული გაქვს,აქ შიშიც აღარ ეკარება შენს გულს.

ამონარიდები დიმიტრი წიკლაურის ნოველიდან – „ადგილი მზის ქვეშ”

„ცხოვრება წკმუტუნა ლეკვივით გეთამაშება,სანამ ავ ნაგაზებს მოგიქსევდეს”.

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”

„კამილა დანებდა; დანებდა საბრალო კამილა, მაგრამ რა არის აქ საკვრიველი? აკი, ვერც ლოტარიოს მეგობრობამ გაუძლო და ისიც დაეცა. ეს მაგალითი ერთხელ კიდევ თვალნათლივ გვიმტკიცებს, რომ ყოვლის წამლეკი ვნების ძლევა, მხოლოდ ერთი გზით თუ შეიძლება: უნდა გაექცე; უნდა გაექცე, რადგან არვის ძალუძს ესოდენ ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან მის ამქვეყნიურ ძალმოსილებას მხოლოდ არაამქვეყნიური ძალა თუ შეიძლება დაუპირისპირდეს”.

ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შედევრიდან – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

„თქვენ იქნებ ფიქრობთ, მე ამქვეყნად იმიტომ ვარსებობ, რომ ადამიანებს რჩევა მივცე.ეს ხომ ყველაზე სულელური ხელობაა, რასაც შეიძლება მისდევდეს კაცი. უმჯობესია თითოეულმა თვითონ მისცეს საკუთარ თავს რჩევა და გააკეთოს ის, რასაც გული კარნახობს. თუ კარგად წაუვა საქმე, გაიხაროს იმით, რომ ბრძენი და ბედნიერია, თუ ცუდად – აგერ არა ვარ, შემახოცოს ხელი”.

ამონარიდები უოშინგტონ ირვინგის ნაწარმოებებიდან…

„ბასრი ენა ერთადერთი მჭრელი იარაღია,რომელიც მუდმივი ხმარებით უფრო ფხიანი ხდება”. – (რიპ ვან უინკლი)