Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ედიშერ ყიფიანის რომანიდან – „ცაში ასროლილი ქუდები”

„შეცდომები დაუშვიო”, – რომ არ ვცდებოდე, აღარც ვიარსებებდი. ღმერთი იმიტომ აღარ არსებობს, რომ არაფერში არ ცდებოდა, ადამიანებს იმიტომ შეეპარათ ეჭვი მის არსებობაში. შეცდომების ჩამდენ ღმერთს, ყოვლისშემძლეს, მაგრამ ადამიანურს, ალბათ, დღესაც იწამებდა ყველა ჩვენგანი. „შეცდომები დაუშვიო”, ვითომ დაბადებულიყოს ვინმე და უშეცდომოდ ეცხოვროს”.

ამონარიდები გიორგი წერეთლის რომანიდან – “პირველი ნაბიჯი”

“ოღონდ ძალი მოიპოვე,ან ფულისა,ან მთავრობის გამავლობისა და მაშინ,რაც უნდა მოიმოქმედო,შენს ნამოქმედარს უსამართლობის კვალი არ დააჩნდება.თურმე ცოდვა და მადლი დაჩაგრულებისა,ღარიბებისა და უღონოებისათვის ყოფილა მოგონილი იმ განზრახვით,

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ყველა ავადმყოფობა ნერვული სისტემის მოშლიდან იწყება, აღმართის წვერიდან მოემართება სატკივარიც, ნატკივარიც, ტკივილიც. ო, როგორ გწყურია, როგორ გაკლია მოფერება ასეთ ჟამს, მაგრამ, აღარც ისე დიდი მომფერებლები გყავს, დედას და მამას რომ ვეძახდით. ან, თუ გყავს აქა-იქ, თითონ არიან მოსაფერებლები. ზიხარ ქედზე, თოკის ერთი ბოლოთი შვილები ამოგყავს მზიურ აღმართზე, თოკის მეორე ბოლოთი მშობლებს უშვებ დაბლა,

ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – “თუთარჩელა”

“ყველაზე დიდი ღალატი, რაც წარსულმა იცის, ოცდაათ ვერცხლად შეფასდა. მაგრამ მოღალატემ თავი ჩამოიხრჩო”. 

ნუგზარ შატაიძის მოთხრობა – „ქეთო გალოთებულა”

„ – გაიგე, ქალო, ჭელიძეების გოგო რომ გალოთებულა? – ჰკითხა თმადაუვარცხნელმა, ბამბაზიისხალათიანმა დედაკაცმა მეზობლის ქალს, რომელიც ხის საერთო აივანზე სარეცხს ფენდა.

ბობ დილანის წერილი შვედეთის აკადემიას

როგორც ცნობილია, 2016 წლის ბოლოს ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი მუსიკოსი,მწერალი და მხატვარი – ბობ დილანი შვედეთის აკადემიამ ნობელის პრესტიჟული პრემიით დააჯილდოვა ლიტერატურის დარგში.

ამონარიდები გიორგი შატბერაშვილის მოთხრობიდან – „მკვდარი მზე”

„არ იციან უგუნურებმა, წუთისოფელი სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილია… სადაც სიკვდილი არ შეაბოტებს, იქ რომ არც სიცოცხლეა. აბა, სიკვდილმა ვის უნდა მოუქნიოს თავისი ცელი?

ამონარიდები ფრედერიკ ბეგბედერის რომანიდან – “99 ფრანკი”

“ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს,რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან,თანაც ისე,რომ ამას ვერ ხვდებიან.შემდეგ კი მშვიდად,აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი თვალით ხედავთ,როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ,როგორ გშორდებიან და მიდიან,

ამონარიდები დემნა შენგელაიას რომანიდან – „ბათა ქექია”

„არავის უცხოვრია ისე,როგორც უნდოდა”.

ამონარიდები სერგი ჭილაიას წიგნიდან – „შვილები”

„მე ბედნიერება მაშინ დავასამარე, როცა იმის ძებნა სამშობლოს გარეთ დავიწყე”.