Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ეს მუდამ ასე ხდება.პოპულარობას ყოველთვის თან ახლავს ათვალწუნება.მონათა სიყვარულს თან სდევს ბატონთა სიძულვილი. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (კლოდ გე) 

ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნაწარმოებიდან – “კლოდ გე”

“მნიშვნელოვანი საქმეა,ბატონო დეპუტატებო და მინისტრებო,უსარგებლო წყლის ნაყვა და მიეთ-მოეთობა,ქვეყნის ყველა საქმეებისა და აზრების ფუჭ დისკუსიებად გადაქცევა.უფრო არსებითია საბრალდებულო სკამზე ხმაურით დასვა და უშედეგოდ დაჰკითხო,აწამო უდიდესი დამნაშავე,

ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – “წინასწარმეტყველი”

“როცა სიყვარული გიხმობთ, – მიჰყევით.

თუმცა მისი გზები ძნელია და კლდოვანი.

ამონარიდები თეოფილ გოტიეს ნოველიდან – “ოქროს საწმისი”

“განა ყოველი ჩვენგანი არ ვყვარებივათ რომელიმე მოკრძალებული გულის ქალს,ჩვენ კი ამ დროს უფრო მაღალი სიყვარული გვიძებნია? რამდენჯერ გაგვითელია ფეხით ნაზსურნელოვანი გაცრეცილი ია,როცა ცივად მოელვარე ვარსკვლავისაკენ მივისრაფოდით თვალებდაბნელებული,

ალფრედ დე მიუსეს ნოველიდან – „ტიციანის ვაჟი”

„სანამ მდიდარი ხარ, მუდამ იპოვი ისეთ ხალხს, რომლებიც გაკოტრებაში ხელს შეგიწყობენ”.

ამონარიდი ვიქტორ-მარი ჰიუგოს გენიალური ნოველიდან – “კლოდ გე”

“რამდენიც არ უნდა ეცადოთ,ბრბოს დიდი ნაწილის,ესე იგი,”ხალხთა უმრავლესობის” ბედი ყოველთვის საცოდავი,უკუღმართი და სევდიანია.მათი ხვედრი მძიმე შრომაა,გამუდმებული ტვირთის ზიდვა ზურგით,მხრებით თუ ხელებით.

ამონარიდები ჟან შარლ ემანუელ ნოდიეს ნოველიდან – „ტრილბი”

“ღმერთი ისე დაქანცა ხალხის ცოდვებმა,რომ სულ მცირე დანაშაულიც კი დიდ მსხვერპლს მოითხოვს”.

ფრანსუა-რენე დე შატობრიანის ნოველიდან – “რენე”

“შეიძლება პირად უბედურებასთან საბრძოლველად სულიერი ძალა იპოვოთ,მაგრამ ყოვლად აუტანელია,თუ სხვისი უბედურების უნებური მიზეზი გახდით”.

ამონარიდები ზოლტან მოლნარის ნაწარმოებიდან – “ლაფი”

” – ყოველი ძაღლი დიდგულობს საკუთარ ეზოში.იგი ლომსაც კი დაჰყეფს,თუ ახლომახლო გამოჩნდება და მხოლოდ იმიტომ ბედავს ამდენს,რომ შინაა”.

ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – „იესო, ძე კაცისა”

“ეჭვი უპატრონო ბავშვს ჰგავს, გაუბედურებულ-გაგარეულებულსა და გზასაცდენილს. მშობელმა დედამ რომც იპოვოს და გულში ჩაიკრას, არ მიენდობა, დაფრთხება და შორს გაიჭრება”.