Category Archives: ლიტერატურა

რეიმონდ დაგლას ბრედბერის ნოველიდან – „დაიქუხა”

„ – მაშ, იმ მელიებს რა ეშველებათ, რომლებიც ამ თაგვებით იკვებებიან, რათა გადარჩნენ? ათი თაგვის არგაჩენა ერთ მელიას შეიწირავს, ათი მელიის გაქრობა ერთ ლომს აშიმშილებს. ლომის განადგურება კი უამრავ მწერს, სვავს და კიდევ უსასრულოდ ბევრ ცოცხალ არსებას ქაოსში მოაქცევს, განადგურებისთვის გაწირავს. ეს ყველაფერი აი, სადამდე მიგვიყვანს:

ფრაზეოლოგია – ლეო ქიაჩელის ნაწარმოებებიდან…

“ხომ იცი,ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ჩივილის… წუწუნის.ახლა კი თვითონ ვწუწუნებ!.. ღმერთო ჩემო,როგორ იცვლება თურმე ყველაფერი ამ ქვეყანაზე!” - (იმედები)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„გახსოვდეთ, რომ ხმლით შეიარაღებული მეფეების გრძელი მწკრივი კრომველის ნაჯახმა გადასჭრა. ძრწოდეთ! ულმობელი ჟამი ნაცვალგებისა ახლოვდება. წაჭრილი ბრჭყალები კვლავ იზრდება. ამოგლეჯილი ენები ცეცხლის ენებად იქცევიან. ისინი, ქარტეხილისგან ატაცებულნი, მაღლა და მაღლა ბრიალებენ და უსასრულობაში ღაღადებენ. მშივრების კბილთა ღრჭენა ისმის.

ჯონ ერნს სტაიბეკის რომანიდან – “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

“რას წარმოადგენს ადამიანის პიროვნება? ატომს,უხილავ ატომს,რომელსაც გამადიდებელი შუშის მოუმარჯვებლად ვერც კი დაინახავ; სამყაროს წაცხებულ პატარა ლაქას; წამის უმნიშვნელო ნაწილს,რომელსაც დაუსაბამო და დაუსრულებელ მარადისობას ვერც კი შეადარებ;

ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – “კლოუნის თვალთახედვა”

“დაელოდეთ მეოცე საუკუნის დამლევს,სანამ მეცხრამეტეს შეიძულებდეთ”.

მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”

“მოღალატე ცოლის ქმარს ყოველთვის ჰქირდავენ,მასხრად იგდებენ და აუგად იხსენიებენ,თუმცაღა კარგად იციან,რომ საცოდავს,შეიძლება,წარმოდგენაც არ ჰქონდეს,რა ამბავია მის თავს და არც ცოლის გარყვნილებაში მიუძღვის ბრალი,რადგანაც ეს მისი გულგრილობისა თუ დაუდევრობის შედეგი კი არ არის,არამედ ქალის ავხორცობისა და უკეთური ბუნებისა. და მაინც,სიბრალულით კი არა,ერთგვარი ზიზღით უმზერენ მას.

რევაზ ყარალაშვილი “გვადი ბიგვა”-ს შესახებ წერდა…

“რა ვუყოთ ლეო ქიაჩელის გვადი ბიგვას? 

რიუნოსკე აკუტაგავა – “ცხოვრება იდიოტისა” (ქორწინება)

ქორწინების მეორე დღეს მან ცოლს უსაყვედურა: “არ უნდა დაგეხარჯა ფული უყაირათოდ”.ეს სიტყვები დეიდას დაძალებით იყო ნათქვამი.ცოლმა მოუბოდიშა არა მარტო მას – ეს თავისთავად,

რიუნოსკე აკუტაგავას მოხრობიდან – „დიალოგი წყვდიადში”

„ცხოვრებას რომ ღიმილი ვაჩუქო, საჭიროა მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მაქვს”.

ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”

„წაქცეულს შეუძლია წამოდგეს, მაგრამ გასრესილი ადამიანი ვეღარასოდეს ადგება”.