Category Archives: ლიტერატურა

“ბლუმენორდენი”

“ბლუმენორდენი” - გერმანულად “Blumenorden” (ყვავილის ორდენი).იგი გახლდათ გერმანული ლიტერატურული საზოგადოება,რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში XVIII საუკუნეში და მიზნად ისახავდა “გერმანული ენის გამოსწორებას” (გადარჩენას),რომელმაც დიდად განიცადა დეფორმაცია,ისტორიაში ცნობილი,როგორც “ოცდაათწლიანი ომის” პერიოდში (1618-1648 წლებში).

“ჰაიძინი”

“ჰაიძინი” - იაპონური თარგმანით აღნიშნავს – “ჰაიკუს პოეტს”.ჰაიძინებად მოიხსენიებენ ისეთ პოეტებს,რომელთა შემოქმედება სრულყოფილად,ნაწილობრივ ან მნიშვნელოვნად დაკავშირებულია “ჰაიკუს” ჟანრის შემოქმედებასთან (ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე,კლასიკური პოეზიის ფორმა იაპონიაში).

პიერ კარლ დე შამბლენ დე მარივო

პიერ კარლ დე შამბლენ დე მარივო - დაიბადა 1688 წლის 4 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი დრამატურგი და პროზაიკოსი.

ელენ ვუდი

ელენ ვუდი - დაიბადა 1814 წლის 17 იანვარს ვუსტერში (ინგლისი).იგი გახლდათ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალი,ავტორი დეტექტივებისა და რომანებისა.ელენმა მისი მოღვაწეობის მანძილზე 30-ზე მეტი წიგნი დაწერა,თუმცა სახელი მას გაუთქვა ყველასათვის ცნობილმა რომანმა: “ისტ-ლინი”.

ხორხე მარიო ვარგას ლიოსა “ლიტერატურის” მნიშვნელობის შესახებ…

“მხატვრული აზროვნების გარეშე ნაკლებად გავაცნობიერებდით თავისუფლების მნიშვნელობას,აზრად არ მოგვივიდოდა,რომ ეს ცხოვრება უფრო ადამიანური გაგვეხადა და ჯოჯოხეთად არ გვექცია,ტირანიას,იდეოლოგიას ან რელიგიას ფეხით რომ არ გაეთელა.

იძუმი სიკიბუ

იძუმი სიკიბუ - მოღვაწეობდა X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისში.იგი გახლდათ დიდი იაპონელი მწერალი,პროზაიკოსი და პოეტი ქალი.

სებასტიან ბრანტი

სებასტიან ბრანტი - დაიბადა 1458 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანელი მწერალი-სატირიკოსი XV საუკუნისა,იურისტი,პროზაიკოსი და პოეტი.

ლუციუს იუნიუს მოდერატიუს კოლუმელა

ლუციუს იუნიუს მოდერატიუს კოლუმელა - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 4 წელს კადისში (ბეტიკას ძველრომაული პროვინცია,თანამედროვე ესპანეთის ტერიტორია).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ძველრომაელი მწერალი,რომელმაც სახელი გაითქვა “სოფლის მეურნეობის” თემებზე დაწერილი ნაშრომების შედეგად.

ლეოპოლდო ლუგონესი

ლეოპოლდო ლუგონესი - დაიბადა 1874 წლის 13 ივნისს არგენტინის ქალაქ კორდობაში.იგი გახლდათ გამოჩენილი არგენტინელი პოეტი,მწერალი და ჟურნალისტი,ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი  ლათინოამერიკული ლიტერატურული მოდერნიზმისა.

“ილიადა” და “ოდისეა” – დავა მათი წარმოშობის შესახებ…

ჰომეროსის გენიალური პოემები “ილიადა” და “ოდისეა”,მრავალი დავის საგანი გამხდარა ისტორიკოსებსა და მეცნიერებს შორის.ბევრს თუ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში,რომ აღნიშნული პოემები ჰომეროსის შემოქმედება იყო,ბევრს ეჭვი შეჰქონდა იმაში,რომ აღნიშნული პოემების ავტორი ჰომეროსი გახლდათ.