Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„მოულოდნელობა არ იცი საიდან დაგატყდება. ცხოვრების სიღრმეები შემზარავია. მცირეოდენი მძულვარება არ არსებობს. მძულვარება ყოველთვის დიდია. იგი თავის მოცულობას სულ უმნიშვნელო ქმნილებებაშიც არ კარგავს და საზარლადვე რჩება. ყოველგვარი სიძულვილი იმიტომაა ძლიერი, რომ იგი სიძულვილია.
ამონარიდი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ – ლონდონის მცხოვრებო მამაკაცებო და მანდილოსნებო, აი მე უკვე აქ, თქვენთან ვარ! სულით და გულით გილოცავთ იმას, რომ თქვენ ინგლისელები ხართ. თქვენ წარმოადგენთ დიდებულ ერს, უფრო მეტსაც ვიტყვი, – თქვენ დიდი ნაყარნუყარი ვინმეცა ხართ. თქვენ მუშტი-კრივი უფრო გეხერხებათ, ვიდრე ხმლით შებრძოლება.
სიმონ ჩიქოვანი – ვაჟა ფშაველას შესახებ წერდა…
“პოეტის სულის მხილებანი,მისი ლირიკული აღსარება და ეპიკურ სახეებში აღბეჭდილი ვნებები მუდამ ბუნების სურათებს ეყრდნობა და ბუნების ხატთა მეშვეობით არის გამოთქმული.იგი ხან ლოცულობდა ბუნების ტაძარში,ხან ჩარეული იყო მის ჭიდილში,ხან წუთით განერიდებოდა,მაგრამ იმწამსვე საყვარელი მთების წიაღს განერიდებოდა,მაგრამ იმწასვე საყვარელი მთების წიაღს უბრუნდებოდა.
პაულ თომას მანის შემოქმედებიდან…
რა არის დრო? საიდუმლოება – უსახელო და ყოვლისმძლე,მოვლენათა სამყაროს განმსაზრვრელი პირობა,მოძრაობა,გადაჯაჭვული და შერწყმული სივრცეში სხეულების განლაგებასა და მოძრაობასთან.იარსებებდა კი დრო,მოძრაობა რომ არ ყოფილიყო? ან მოძრაობა კი იარსებებდა დროის გარეშე? კითხვა კითხვად რჩება!
მარკუს მანილიუსი
მარკუს მანილიუსი - მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნეში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველრომაელ პოეტსა და ასტროლოგს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველი ჩვენამდე შემორჩენილი ასტროლოგიური წიგნის – “ასტრონომიკა”-ს დაწერა (ახ.წ.აღ-ით 10-15 წლები).აღნიშნული ნაწარმოები მარკუსის მიერ დაწერილ იქნა ლექსის ფორმის ჰეგზამეტრის სტილით (ძველ რომაულ ლექსთწყობაში: ექვსმუხლიანი დაქტილული ტაეპი).
დორის მეი ლესინგის რჩევა “წიგნების წაკითხვის” შესახებ…
“არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება წიგნის წაკითხვისა,სახელდობრ,იაროთ ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში და დაათვალიეროთ უამრავი წიგნი,ამოარჩიოთ ისეთები,რომლებიც მიგიზიდავთ და მხოლოდ ისინი იკითხოთ,გვერდზე გადადოთ,როცა მოსაწყენი გახდება,როცა კითხვისას ადგილების გამოტოვებას დაიწყებთ,რადგან გაჭიანურებული მოგეჩვენოთ,
ფრანსუაზ საგანის რომანიდან – “გიყვართ ბრამსი?”
” – თქვენ კი ბრალს გდებთ იმაში,რომ მოქალაქეობრივი ვალი არ შეასრულეთ და ჰუმანურობა არ გამოიჩინეთ.ამ მიცვალებულის წინაშე ბრალსა გდებთ იმაში,რომ სიყვარულს ხელი ჰკარით,
ჯონ გოლზუორთი რომანი „ფორსაიტების საგა”-ს შესახებ…
„მე მიყვარს ეს ნაწარმოები. ის ჯერ კიდევ მასწავლის… ახლა დავიწყე ხელახლა კითხვა და ისევ ჩავუფიქრდი თითოეულ პერსონაჟს. განსაკუთრებით სომს ფორსაიტს. ადრეც მომწონდა და ახლაც მომწონს.
პიერ დანინოსის რომანიდან – “მაიორ ტომპსონის ჩანაწერები”
“ტრისტანისა და იზოლდას სიყვარული უკვდავია!
მიხეილ კვესელავა “ვაჟა-ფშაველას შესახებ”…
“იოჰან ვოლფგანგ გოეთეს შემდეგ ჭეშმარიტების,მშვენიერების,სოციალური ჰარმონიის,სიყვარულის,სიკეთის,ბედნიერების და თავისუფლების იდეები თანდათან გაქრა ბურჟუაზიული მწერლობაში,