Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”
„უმაღლესი სასჯელი სინდისის ქენჯნაა”.
ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობიდან – „გატეხილი სეიფი”
„ – ხანდახან ვნანობ, სწავლის გზა რომ ავირჩიე და წიგნქექაობა ხელობად გავიხადე. მიჯობდა ბუხართან მივმჯდარიყავი და ნაცრის ქექვა დამეწყო. დღეებსაც გავაცუცურაგებდი და წუთისოფელსაც მოვჭამდი უდარდელად, ხალისიანად”.
ამონარიდები სომერსეტ მოემის მოთხრობიდან – „მწითური”
„რა ბრიყვები, მგრძნობიარენი და გულჩვილნი ვართ ოცდახუთი წლის ასაკში. თუმცა ასე რომ არ იყოს, ორმოცდაათი წლისანი ასეთი ბრძენები აღარ ვიქნებოდით”.
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „ატენური”
„ეხლა ძალიან მოდაშია შექორწინება და განქორწინება… ქართველები არც ამ საქმეში ჩამოვრჩებით ევროპელებს… ჩვენშიც ეგრე დაწესდა… ნახევარზე მეტი ბოლომდე ვერ ეწევიან ოჯახის უღელს და გამოეშვებიან ხოლმე. ზოგი მაშინვე, ზოგი მოგვიანებით… ის დრო წავიდა, როცა ცოლის გაშვება თავის მოჭრა იყო…”
ამონარიდები გ. ივანიშვილის ნოველებიდან…
„ – მე ეპიტაფიაც კი არა მწამს სიყვარულის გარეშე”. – (ტრაქტორიზებული სიყვარული)
ამონარიდი დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან – „ქამუშაძის გაჭირვება”
„კუსიას ხსენებაზე მოისმა საერთო ხარხარი.
- ახსენა თავისი კუსია! – წამოიძახა ვიღაცამ.
ამონარიდები ჯონ ერნსტ სტეინბეკის ნოველიდან – „ტორტილა ფლეტი”
„როცა კაცი ღარიბია, მუდამ ასე ფიქრობს ხოლმე – „ფული რომ მომცა, ჩემს კეთილ მეგობრებსაც გავუნაწილებო”. მაგრამ, გაჩნდება თუ არა ფული, გულმოწყალებაც ხელადვე ქრება”.
ამონარიდები დავით კლდიაშვილის ნოველიდან – „სოლომონ მორბელაძე”
„ – ღმერთმანი! ნამეტან გლახა დროში ვცხოვრობთ. მე რომ მარტო მიჭირდეს, არაფერი, და ყველას, ყველას რომ გვიჭირს, სად უნდა წავიდეთ, ვისთან მივიდეთ, ვის შევეხვეწოთ მოხმარება?”
ამონარიდები ჯონ სტეინბეკის რომანიდან – „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”
„ყველა იპარავს – ვინ მეტს, ვინ ნაკლებს…”