Category Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ადამიანი თავის არსს უღალატებდა, რომ იძლეოდეს და ერთიორად დაბრუნების იმედი არა ჰქონდეს”. – ანა ანტონოვსკაია (დიდი მოურავი)
ამონარიდები ემილი ბრონტეს რომანიდან – „ქარიშხლიანი უღელტეხილი”
„თუკი ღმერთი თქვენს მტრებს განსაცდელს არგუნებს, ეს თქვენთვისაც საკმარისი უნდა იყოს”.
ამონარიდები ჰერმან მელვილის რომანიდან – „მობი დიკი”
„განა არსებობს ადამიანი, ღმერთის სიკვდილს შესწრებოდეს?”
ამონარიდები ჰერმან მელვილის რომანიდან – „მობი დიკი”
„რაც უფრო ხანგრძლივია ადამიანის სიცოცხლე, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველია მისთვის ყოველივე, რაც სიკვდილს მოაგონებს”.
ამონარიდები მარიო პიუზოს რომანიდან – „სიცილიელი”
„ახალგაზრდის თავმოყვარეობის შელახვას ძალზე საშიში შედეგი მოსდევს. შეიძლება, თავმოყვარეობა შეულახო შუახნის ადამიანს და ის ამას მშვიდად მიიღებს, რადგან ცხოვრებისაგან დარტყმებსა და შეურაცხყოფას მიჩვეულია. მაგრამ ახალგაზრდისათვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა”.
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „სასწაული”
„სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში წერია, შეიძლება მეტიც ითქვას, სულაც არ ხდება”.
ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესიდან – „ივანოვი”
„ადამიანის სიცოცხლე მინდორში საუცხოოდ გაფურქნილ ყვავილს ჰგავს: მოვა თხა, მოწიწკნის და ფაფუ! აღარაა ყვავილი!”
ამონარიდები ლევან გოთუას ტეტრალოგიიდან – „გმირთა ვარამი”
„მტერს ნება არ უნდა მისცე კარის ზღუბლს გადმოაბიჯოს. თუნდაც შენთვის უბეში ღმერთი ჰყავდეს”…
ამონარიდები ლევან გოთუას ტეტრალოგიიდან – „გმირთა ვარამი”
„კაცის გული ფუჭი ხორცის ნაჭერია, თუ შიგ ან დარდი ან სიხარული არ ბუდობს”.