Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„საკუთარ თავზე მაშინ უნდა იზრუნოს კაცმა, როცა სხვა საფიქრალი აღარ დარჩენია”.

ამონარიდები გივი კარბელაშვილის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – სიბერემ იცის გულჩვილობის მომატება, შვილო. ის რაც ბალღობაში, ბოდიში მომიხდია, ადამიანს ფეხებზე ჰკიდია,

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

„ახლანდელ დროში არ შეიძლება კაცმა არც მწვადი დაწვას და არც შამფური”. – (მტრობა)

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”

„ადამიანი ბუნებით ეგოისტია! მისი გარდაქმნა შეუძლებელია, როგორც მაიმუნის გაადამიანება! აი, ეს ფაქტი უნდა იყოს ყველა თეორიისა და მოძღვრების ამოსავალი წერტილი”.

ამონარიდი გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”

„ერთადერთი არსება იყო, რომელსაც სამივე უნდილაძის თავები ერთად შეეგროვებინა, შუაში ჩამჯდარიყო ფერხმორთხმული და მინავლებული თითებით სათუთად დასთათანებდა ორის ქოჩორსა და ერთის ნაქოჩრალს,

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”

„ღმერთს რომ კაცი თვალს აუხვევს, ვიღას ეტყვის სიმართლეს?!”

ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „გაფანტული სიცოცხლე”

„ – პატიოსნება… სულელებისათვის დაუწერიათ ბრძენებს. რისი პატიოსნება, ვის უნდა მაგ სისულელე!.. რისი მაქნისია მაგ – ვერც გაყიდი, ვერც შეჭამ! პატიოსნება რომ კაი იყოს, ჩვენს პოლიტიკოსებს ვინ წაართმევდა იმას.

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”

„შეიძლება, ათასი დარიგება და ანდაზა ცალ-ცალკე სწორი და სასარგებლო იყოს, მაგრამ ერთად აღებული, ურთიერთ საწინააღმდეგო ქაოსად გადაიქცეოდა”.

ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ლეკვი ლომისა”

„ადრე დამწიფებული არასოდეს ყოფილა ბოლომდე დამწიფებული!”

ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„ძალა-უფლება დიდი საცდური რამ არი. თუ ძალა-უფლება გაქვს, ყველაფერი ხარ. იტყვი: ეს ნეზვი კი არა, ფაშატიაო და მაშინვე ზოგი ნალ-ყაირს მოარბენინებს, ზოგი ლაგამ-უნაგირს და ზოგიც ჯაგარზე დაუსვამს ხელს: „აუ, რა ფაფარი აქვსო”. – აი, ეგეთია ძალა-უფლება”.