Category Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ერნესტ ჰემინგუეის ლიტერატურული ქმნილებებიდან…

„ენასაც ჭკუა მოეკითხება!” – (ჰარი მორგანი)

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”

„ერთი მეათედი იმათგან, ვინც განუწყვეტლივ წუწუნებს, წახდა საზოგადოებაო, თვითონ რომ პატიოსანი იყოს, ქვეყანა სამოთხედ გადაიქცეოდა”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„დავიწყება და არარსებობა ერთი და იგივე არ არის. დავიწყებული ოდესმე მაინც შეგახსენებს თავს, ხოლო არარსებული, თუკი დაგჭირდა, უსათუოდ უნდა შეთხზა”. – არჩილ სულაკაური (ხიდი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – როგორი მორწმუნე ხართ, ამას ღმერთი განსჯის და არა ადამიანი”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად)

ამონარიდი ნოდარ წულეისკირის მოთხრობიდან – „დავით აღმაშენებლის ქვა”

„პანტემ ფიქრში გალია ოხვამეკარის აღმართი. ალაგეზე გადააბიჯა და ეკლესიის ეზოში შევიდა, ხის ძირას შედგა, მდელოზე დაყრილ ნასუფრალსა და ნაგავს დააშტერდა.

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”

„ზოგს უნარი აქვს ცხოვრება გაიადვილოს, ზოგი – ძალათ იძნელებს ყველაფერს!”

ამონარიდები ბოლესლავ პრუსის რომანიდან – „თოჯინა”

„ქალის კეკლუცობა იგივეა, რაც ყვავილისათვის ფერი და სურნელება. ასეთია მისი ბუნება, – უნდა რომ ყველას მოსწონდეს”.

ამონარიდები თეოდორ დრაიზერის რომანიდან – „დაიკო კერი”

„გაგიგონიათ ოდესმე რაიმე ციმბირის მგლებზე? როდესაც მათ ჯოგში ერთი რომელიმე დავარდება, დანარჩენები მივარდებიან, გაგლეჯენ და ჭამენ. ეს შედარება არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში არის რაღაც მგლური თვისება”.

ამონარიდები დევიდ უეისის რომანიდან – „შიშველი მოველ ამქვეყნად…”

„ამ ქვეყანაზე ზოგს ყველაფერი აქვს, ზოგს არაფერი. ეს არის ძველთაძველი, წმინდა ჭეშმარიტება ამ ქვეყნისა”.

ამონარიდები ჩარლზ ბუკოვსკის რომანიდან – „ქალები”

„თავიდან ყველანი უცნობები ვართ”.