Category Archives: ფრაზეოლოგია

ჩინუა აჩებეს ნააზრევი…

„როდესაც კარზე უბედურება აკაკუნებს და მასპინძელი ეუბნება, რომ მისთვის დასაჯდომი სკამი სახლში არ მოეპოვება, ავბედითი სტუმარი ყოველთვის ასე პასუხობს: „არ ინერვიულოთ, მე ჩემი სკამითა ვარ მოსულიო”.

ფილიპ დორმერ სტენჰოპი (ლორდი ჩესტერფილდი) წერდა

„არაფერმა გაგაკვირვოს!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არაფერი არ არის ადამიანისთვის სულიერ ქვესკნელზე უფრო მდაბალი და სახიფათო!”

ლევან გოთუა წერდა…

„მე სინდისი მაქვს… ოქროს მაგიერ!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არიან ადამიანები, რომელთაც სამოსი მხოლოდ ტანის სიშიშვლის დასაფარავი ჰგონიათ! მათ რა იციან, რომ ზოგი სწორედ ჩაცმით „შიშვლდება!” თავის სულიერ სიღატაკეს ამჟღავნებს”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყოველგვარი საუბარი, კამათი, პოლემიკა იმავე წუთს კარგავს აზრს, რა წუთსაც მოკამათენი გადიან საკამათო სფეროდან და ერთმანეთის პიროვნულ წყენინებას ერთგვარი არგუმენტაციის დატვირთვას აძლევენ”.

ფილიპ დორმერ სტენჰოპი (ლორდი ჩესტერფილდი) წერდა…

„გონიერი კაცი შეიძლება ჩქარობდეს, მაგრამ ნაჩქარევად არასოდეს არაფერს არ გააკეთებს. მან იცის, რომ რაც ნაჩქარევია, უცილობლად ცუდი ნაკეთებია”.

ოშო წერდა…

„ძველ ებრაულ ენაში სიტყვა „ცოდვას” მშვენიერი განმარტება აქვს და „მიზანდაკარგულს” ნიშნავს. ცოდვილი ის არის, ვისაც გზა აებნა, ვინც დაკარგა მიზანი”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არავინ ებრძვის საკუთარ თავს და ხალხისთვის თავდადებულ ადამიანებს ისე სიამოვნებით, როგორც თვითონ ხალხი”.

ფრიდონ ხალვაში წერდა…

„ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს ქართველობა არ უნდოდეს”.