Category Archives: გენიოსები
პაოლო უჩელო
პაოლო უჩელო - დაიბადა 1397 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი, ადრეული აღორძინების ეპოქისა და ერთ-ერთი შემქმნელი „პერსპექტივას” სამეცნიერო თეორიისა.
ლუი პასტერი
ლუი პასტერი - დაიბადა 1822 წლის 27 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ დოლში (იურას დეპარტამენტში).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “მიკრობიოლოგიის”,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბება და “იმუნოლოგიის” მეცნიერების ფუძემდებლობა.
დუ ფუ
დუ ფუ - დაიბადა 712 წელს გუნის მაზრაში (პროვინცია ხენანი,ჩინეთი),დაბალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახში.მისი ბაბუა ცნობილი ჩინელი პოეტი – დუ შენშიანი გახლდათ.იგი იყო ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი პოეტი “ტანის” ეპოქისა (618-907 წლები).
გუსტავ ფლობერი
გუსტავ ფლობერი - დაიბადა 1821 წლის 12 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ რუანში (ისტორიული დედაქალაქი ნორმანდიისა).იგი გახლდათ უდიდესი ფრანგი მწერალი-რომანისტი,პირველი მწერალი-მოდერნისტი და “რეალიზმის მამად” წოდებული გენიოსი.
ფიდიასი
ფიდიასი დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 490 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე,მხატვარი და არქიტექტორი,მაღალი კლასიკის პერიოდისა.მეგობრობდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან,მხედართმთავართან და “ათენური დემოკრატიის” ფუძემდებელთან პერიკლესთან.
ჟან მარტენ შარკო
ჟან მარტენ შარკო დაიბადა 1825 წლის 29 ნოემბერს პარიზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი და სპეციალისტი ნევროლოგიური დაავადებისა.ამასთანავე ის იყო მასწავლებელი, გამოჩენილი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდისა.
ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა
ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა დაიბადა 1781 წლის 6 ნოემბერს იტალიურ ქალაქ ვოგერაში.იგი გახლდათ დიდი იტალიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.
ჟან ბერნარ ლეონ ფუკო
ჟან ბერნან ლეონ ფუკო - დაიბადა 1819 წლის 18 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ უდიდესი ფრანგი ფიზიკოსი და ასტრონომი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ფუკოს ქანქარას” და “ჰიროსკოპის” შექმნა.
გორგია
გორგია დაიბადა ძვ.წ.აღ-თ 483 წელს ქალაქ ლეონტინში (კუნძულ სიცილიაზე).იგი გახლდათ ერთ-ერთი გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი (სოფისტი),თეორიტიკოსი და მჭერმეტყველი ძვ.წ.აღ-ით V საუკუნისა.
ანდრეა დელ ვეროკიო
ანდრეა დელ ვეროკიო - დაიბადა 1435 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს იტალიელ მოქანდაკესა და მხატვარს “აღორძინების ეპოქისა”.