Category Archives: საინტერესო ფაქტები
ასე ჩაეყარა საფუძველი დიაგნოსტიკას პულსის გასინჯვის გზით…
„ალ-შეიხ-ალ-რაისი” – (ლიდერი ბრძენთა შორის), „შარაფ-ულ-მულქი” – (ქვეყნის სიამაყე), „ჰაკამი ბუზურგი” – (დიდი მკურნალი) – ასეთი საპატიო ტიტულებით აღჭურვეს სიცოცხლეშივე შუა საუკუნეებში მოღვაწე გენიალური სპარსი ექიმი, ფილოსოფოსი და სწავლული - აბუ ალი იბნ სინა (980-1037 წლები), იგივე – ავიცენა მადლიერმა თანამემამულეებმა.
ენდრიუ კარნეგი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა მეწარმემ, მულტიმილიონერმა და ფილანთროპმა - ენდრიუ კარნეგიმ (1835-1919 წლები) თავისი უზარმაზარი ქონების ოთხმოცდაათი პროცენტი ისეთი სახის საქველმოქმედო ღონისძიებებს მოახმარა, რომლებიც სრულად ესადაგებოდა მისივე იდეალებს.
მუსიკალური ნოტები – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, თანამედროვე მუსიკალური ბგერის გრაფიკული პირობითი ნიშნების – „ნოტების სისტემას” საფუძველი შუა საუკუნეების იტალიელმა მუსიკის თეორიტიკოსმა და პედაგოგმა, ბენედიქტელმა ბერმა – გვიდო დ’არეცომ (990-1050 წლები) ჩაუყარა.
იამანას ინდიელი ხალხის შესახებ…
„მახინჯი გარეგნობის მქონე საცოდავი არსებები”. – ასე მოიხსენია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ დაბოლოებასთან არსებული არქიპელაგის – ცეცხლოვანი მიწის აბორიგენი მოსახლეობა - იამანას ინდიელი ხალხი დიდმა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა და მოგზაურმა – ჩარლ დარვინმა თავის დროზე.
ანა ახმატოვა – „ეპიზოდი”
„შენი ლექსები ოჯახს შეარცხვენს”. – ასეთი ვერდიქტი გამოუტანა თავდაპირველად მამამ – ანდრეი გორენკომ თავის წმაწვილ-ქალიშვილს – ანა ახმატოვას, როდესაც მის პოეზიას გაეცნო.
მაო ძედუნი – „ეპიზოდი”
1958 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის – მაო ძედუნის უშუალო ინიციატივით, ამ უზარმაზარმა ქვეყანამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ბეღურებს.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერალი, პოეტი და მოაზროვნე - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები) ხშირად ამახვილებდა ყურადღებას თავისი მეგობრის, „ევროპის კავშირის” (ევროკავშირის) ჰიმნის გერმანელი ავტორის – ფრიდრიხ შილერის ერთ უჩვეულო თვისებაზე.
ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა და „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” ავტორმა - სერ ისააკ ნიუტონმა (1642-1727 წლები) 20 წლის ასაკში ყოფნის ჟამს მეცნიერებისა და რელიგიის სიღრმისეულად შესწავლას მიჰყო ხელი.
ილია რეპინი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მხატვარი და მოქანდაკე – ილია რეპინი (1844-1930 წლები), რომელიც ძალიან უფრთხილდებოდა საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სუფთა ჰაერით სუნთქვას.
„McDonald’s” – (ეპიზოდი)
მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი – „McDonald’s” ბაზარზე იმ საოჯახო რესტორნების სახელით პოზიცირებს, რომელიც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში.