Category Archives: საინტერესო ფაქტები
ვოლტერის შესახებ…
„მე ვკვდები ისე, რომ თაყვანს ვცემ ღმერთს, მიყვარს ჩემი მეგობრები და არ მძულს ჩემი მტრები, ხოლო მეზიზღება ძალმომრეობა”. – ეს სიტყვები ეკუთვნის გენიალურ ფრანგ მოაზროვნესა და მწერალს - ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები), იგივე – ვოლტერს.
ვიკუნია – „ეპიზოდი”
პერუს რესპუბლიკის ეროვნულ სიამაყედ მიჩნეული აქლემისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველის – ვიკუნიას ბეწვი, რომელიც „ღმერთებისა და ინკების იმპერატორების ბეწვეულად” იყო წოდებული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ, რბილ და ძვირადღირებულ ბეწვეულად არის ცნობილი და მასთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული.
პაოლო იაშვილი – „ეპიზოდი”
დიდი „ცისფერყანწელი” ქართველი პოეტის – პაოლო იაშვილის (1894-1937 წლები) ენგელსის ქუჩაზე განთავსებული ბინის ერთ პატარა ოთახში, ფანჯარასთან კუთხეში უდიერად მიყუდებული იყო პოლონური წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული ქართველი მხატვრის – კირილ ზდანოვიჩის მიერ დახატული პაოლოს უზარმაზარი პორტრეტი.
კარლ გუსტავ იუნგი – „ეპიზოდი”
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი გენიალური შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის - კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961 წლები) გარდაცვალებას მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას, მისტიური მოვლენებიც კი ახლდა თან.
ჟოზეფ ჟერომ ლეფრანსუა დე ლალანდი – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი ასტრონომი და 1762 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე „კოლეჟ დე ფრანსის” პროფესორი - ჟოზეფ ჟერომ ლეფრანსუა დე ლალანდი (1732-1807 წლები) ერთობ ახირებული და პატივმოყვარე პიროვნება ყოფილა.
თალეს მილეტელი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, პირველი მილეტელი მატერიალისტი ფილოსოფოსი – თალეს მილეტელი (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები) დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ სიკვდილი არ არსებობს, იცოცხლებ თუ მოკვდები – ეს სულ ერთიაო.
ისააკ ლევიტანის შესახებ…
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი მხატვარი და „განწყობის პეიზაჟის” დიდოსტატი - ისააკ ლევიტანი (1860-1900 წლები) უკიდურესად ღარიბი იყო, თითქმის მათხოვარი.
„დიდი” რაფაელ სანტის საფლავის „დიდი” დარაჯი
უმბრიული სკოლის „თვალმარგალიტ ფერმწერს”, გრაფიკოსსა და არქიტექტორს – რაფაელ სანტს თავისმა აღსასრულმა 37 წლის ასაკში უწია.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ეპიზოდი”
„მე ისა მტანჯავს, რომ შესაძლოა ყოველ ადამიანში მოცარტია ჩაკლულიო”, – წუხდა თავის დროზე „პატარა უფლისწულის” ავტორი, დიდი ფრანგი მწერალი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944 წლები).
არისტოტელე – „ეპიზოდი”
ადრეულ პერიოდში ანაქსაგორასა და სოკრატეზე მოსინჯული ბრალდება – ურწმუნოება, მოგვიანებით გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეზე – არისტოტელეზეც (ძვ.წ.აღ-ით 3384-322 წლები) მოსინჯეს.