Category Archives: საინტერესო ფაქტები

სოფია კოვალევსკაია – „ეპიზოდი”

იმისათვის,რომ მეცნიერული შრომა განეგრძო,ერთ-ერთი უდიდესი რუსი მათემატიკოსი და მექანიკოსი ქალი - სოფია კოვალევსკაია (1850-1891 წლები) იძულებული გახდა ფიქტიური ქორწინების აქტი გაეფორმებინა.

კომოდუსის მმართველობის ჟამს…

რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის ვაჟის – კომოდუსის (161-192 წლები) მმართველობის ჟამს რომის უზარმაზარ იმპერიაში იყიდებოდა ყველაფერი,რისი გაყიდვაც კი იყო შესაძლებელი.

რით დასრულდა რაფიელ ერისთავის ბიზნესწამოწყება?

უკვდავი ლექსის – „სამშობლო ხევსურისა”-ს ავტორი,დიდი ქართველი პოეტი – რაფიელ ერისთავი (1824-1901 წლები) ერთობ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამას თან ერთვოდა ისიც,რომ სამსახურის არმქონე პოეტს თავის ლექსებში ჰონორარს თითქმის არ უხდიდნენ.

პიერ აბელარი – „ეპიზოდი”

XI-XII საუკუნეების დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და თეოლოგის – პიერ აბელარისა და მისი სატრფოს – ელიოზა ფულბერის გასაოცარი სიყვარულის ისტორიის შესახებ უამრავი ინფორმაციაა ცნობილი.

რომის პაპის – სიქსტუს V-ეს შესახებ…

რომის იტალიური წარმომავლობის მქონე პაპის - სიქსტუს V-ეს (1521-1590 წლები) ბიოგრაფის გადმოცემის თანახმად,იერარქიულად რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთპყრობელად აღმაღლებამდე,ერისკაცობაში – ფელიჩე პერეტი დი მონტალტო წელში მოხრილი დადიოდა და ისეთი მიხრწნილი სახე ჰქონდა,რომ ყველას ეგონა,სიკვდილის პირას არის მისულიო.

არქილოქეს შესახებ…

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად, „იამბიკური” პოეზიის მამათვრად წოდებულმა დიდმა ძველ ბერძენმა პოეტმა – არქილოქემ (ძვ.წ.აღ-ით 680-640 წლები) პოეზიის სამყაროში ფეხის შედგმა და პოეტობა იმ მიზნით გადაწყვიტა,რომ თავისი შემოქმედების გამოყენებით ერთგვარად ეძია შური ვინმე ლიკამბეზე.

მიხეილ ლერმონტოვი – „ეპიზოდი”

„გაფიცებთ ყველაფერს,გაუფრთხილდით თქვენს ახალგაზრდობას”. – ასეთი სიტყვით მიმართა დიდმა რუსმა მწერალმა – ნიკოლოზ გოგოლმა პირველივე გაცნობის ჟამს ჯერ კიდევ ყმაწვილ პოეტს – მიხეილ ლერმონტოვს (1814-1841 წლები).

ვაჟა-ფშაველას შესახებ…

„მთის არწივად” წოდებულმა გენიალურმა ქართველმა მწერალმა და პოეტმა - ვაჟა რაზიკაშვილმა (1861-1915 წლები),იგივე – ვაჟა-ფშაველამ,ლიტერატურულ ასპარეზზე ფეხი 24-25 წლის ასაკში შედგა.

ჯორჯ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”

„მის თვალებს არაფერი გამოჰპარვიათ,არაფერი,რასაც ადამიანური დარქმევია სიკეთიდან ბოროტებამდე, სიდიადიდან სიმდაბლემდე, სიმამაციდან სილაჩრემდე, თანხმობიდან უთანხმოებამდე, წინააღმდეგობიდან წინააღმდეგობამდე, არაფერი გამოჰპარვიათ,ყველაფერი დაუნახავს და სიცილად გადაუდვნია, ავი და კარგი გაურჩევია და ისე შეუგდია სიცილის ქურაზე”.

ლუი დოლო – „ეპიზოდი”

ერთხელ,გენიალური ბელგიელი პალეონთოლოგი და მეცნიერი – ლუი ანტუან მარი ჟოზეფ დოლო (1857-1931 წლები) ბელგიის მეფემ – ლეოპოლდ II-მ ბრიუსელში,სამეფო სასახლეში მიიწვია.