Category Archives: საინტერესო ფაქტები
მიშელ დე მონტენი – „ეპიზოდი”
ერთხელ,ბარ-ლე-დუკში სტუმრობისას,აღორძინების ხანის გენიალურმა ფრანგმა მწერალმა,ფილოსოფოსმა და თანამედროვე ესეს ჟანრის ფუძემდებელმა – მიშელ ეიკემ დე მონტენმა (1533-1592 წლები) სიცილიის მეფის – რენეს ავტოპორტრეტი იხილა.
ედუარდ ფოგელი – „ეპიზოდი”
ცენტრალური აფრიკის გამოჩენილი გერმანელი მკვლევარი – ედუარდ ფოგელი (1829-1856 წლები),თანამედროვე ეპოქის ჩადის რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVI საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისამდე არსებული ვადაის სასულთნოში მოგზაურობის ჟამს ქვეყნის მბრძანებელს შეხვდა და მასთან ერთად რამდენჯერმე ივახშმა კიდეც.
გიორგი სააკაძე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის თანახმად,ირანელთა სამსახურში ჩამდგარი სახელოვანი ქართველი მხედართმთავრისათვის – გიორგი სააკაძისათვის (1580-1629 წლები) ირანის შაჰსა და საქართველოს დაუძინებელ მტერს აბას I-ს უკითხავს,რა იარაღი სჯობია ბრძოლაშიო,
ფარაონების შესახებ…
ფარაონების ღვთაებრიობის რწმენიდან გამომდინარე,ეგვიპტელები მათდამი განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდნენ.ფარაონების წინაშე,რომელნიც ამ ქვეყნად ცხოვრების პერიოდშივე ღმერთებად იყვნენ შერაცხილნი,უძველესი და უდიდესი ისტორიის მკვიდრნი შიშით ცახცახებდნენ.
ილია ჭავჭავაძე – „ეპიზოდი”
1907 წელს მეგობრის – ნიკო ხიზანიშვილის პანაშვიდზე ილია ჭავჭავაძე დღის პირველ საათზე მივიდა.იგი უღონოდ გამოიყურებოდა.ერთხანს ფიქრმორეული დაჰყურებდა საყვარელი მეგობრის ნეშტს,შემდეგ ჭირისუფლებს მიუსამძიმრა და უმალვე ეკლესიის ეზოში გავიდა.
რა მიჰქონდა თან ომში მიმავალ კართაგენის არმიას?
ომების წარმოების გზით,სხვა ნადავლის მოპოვებასთან ერთად,ტყვეების ხელში ჩაგდება და მათი მონებად ქცევა იმდენად არსებით მოვლენას წარმოადგენდა ადრეულ საუკუნეებში,რომ ჯერ კიდევ ომის დაწყების წინ შემტევი არმიები მომავალი ტყვეებისათვის (მონებისთვის) წინასწარვე იჭერდნენ გარკვეული სახის თადარიგს.
მეჰმედ II დამპყრობელი – „ეპიზოდი”
ბიზანტიის იმპერიის დამსამარებელი და მისი სატახტო ქალაქის – კონსტანტინოპოლის შემმუსვრელი ოსმალეთის იმპერიის მეშვიდე სულთანი – მეჰმედ II დამპყრობელი (1432-1481 წლები),რომლის უშუალო ბრძანებითაც ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის – კონსტანტინე XI-ეს მოკვეთილი თავი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეკიდა სტამბოლად ქცეული კონსტანტინოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ მაღალ სვეტზე,
სენ-მედარის კათოლიკური ეკლესია – „ეპიზოდი”
XVII საუკუნეში პარიზის ლათინურ კვარტალში განთავსებულ სენ-მედარის კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდნენ „იანსენიზმის” რელიგიური მოძრაობის წარმომადგენლები.მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანებიც,როგორებიც გახლდნენ გენიალური ფრანგი მათემატიკოსი – ბლეზ პასკალი, ფრანგი მორალისტი – პიერ ნიკოლი და ღვთისმოშიში დიაკონი – ფრანცისკე პარიზელი.
ევგენი ევტუშენკო – „ეპიზოდი”
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვოიაჟის დროს,გამოჩენილი რუსი პოეტი და პროზაიკოსი – ევგენი ევტუშენკო (1932-2017 წლები) ნადირობის მოყვარულ ერთ-ერთ გერმანელ მემამულეს ეწვია სახლში.
როგორ გაუმასპინძლდა კარლ V ჰაბსბურგს ფუგერების საგვარეულო?
როგორც ცნობილია, XV-XVII საუკუნეების ერთ-ერთ უმდიდრეს ევროპელ ბანიკრებს – ფუგერების გერმანული საგვარეულო წარმოადგენდა. XVI საუკუნეში ამ საგვარეულოს წილად ხვდა პატივი,საკუთარ სასახლეში სტუმრად მიეღო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი – კარლ V ჰაბსბურგი (1500-1558 წლები).