Category Archives: საინტერესო ფაქტები
ჰო’ოპონოპონო
ჰო’ოპონოპონო – ჰავაური ენიდან თარგმანით – გამოსწორებას აღნიშნავს და წარმოადგენს შერიგებისა და პატიების უძველეს ჰავაურ პრაქტიკას.
პოლ გოგენი – „ეპიზოდი”
1873 წელს გენიალური ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი – პოლ გოგენი (1848-1903 წლები) ახალგაზრდა დანიელ გოგონაზე – მეტე-სოფი გადზე დაქორწინდა.
ჯეროლამო კარდანოს ტრაგიკული ხვედრი
რთული ასახსნელია,თუმცა ფაქტია,რომ დიადი ადამიანების ცხოვრება სავსეა პარადოქსებითა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით.
იმანუელ კანტის შესახებ…
„როდესაც მსურდა ცოლი მყოლოდა,მაშინ არ შემეძლო მისი შენახვა, და როდესაც შემეძლო – უკვე აღარ მსურდა”. – სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ასე განაცხადა უცოლშვილოდ გადაგებულმა და მშობლიურ ქალაქ კენიგსბერგზე (თანამედროვე კალინინგრადი) უზომოდ შეყვარებულმა გენიალურმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – იმანუელ კანტმა (1724-1804 წლები).
პეტრე კლეინმიხელი – „ეპიზოდი”
„გულმოდგინება ყოველივეს სძლევს”. – ასეთი წარწერა იყო აღბეჭდილი გერმანული წარმომავლობის მქონე რუსი სახელმწიფო მოხელის – პეტრე კლეინმიხელის საგრაფო გერბზე.
შალვა ნუცუბიძე – „ეპიზოდი”
უამრავი ინტრიგის ქარ-ცეცხლში გამოვლილმა გენიალურმა ქართველმა ფილოსოფოსმა,მთარგმნელმა და საზოგადო მოღვაწემ - შალვა ნუცუბიძემ (1888-1969 წლები),ერთ დღეს თავის უახლოეს მეგობართან,
პიერ შოდერლო დე ლაკლო – „ეპიზოდი”
დიდ ფრანგ კლასიკოს მწერალს - პიერ შოდერლო დე ლაკლოს (1741-1803 წლები),რომელმაც თავის ლიტერატურულ ქმნილებაში – „სახიფათო კავშირები”,უსასტიკესი დარტყმა მიაყენა ქალის შეუვალობის ლეგენდას,უზნეობაში დასდეს ბრალი.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ეპიზოდი”
ორმოცდაოთხი წლის ასაკში მყოფი დიდი ფრანგი მწერალი და ესეისტი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944 წლები) მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა,მაინც ჯიუტად ცდილობდა მეტად სწრაფი თვითმფრინავის – „II-38″-ის მართვის უფლება,რომელიც თავის მხრივ,შედარებით ახალგაზრდული გულის მქონე მფრინავებისათვის იყო განკუთვნილი.
აბრაამ ლინკოლნი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის ვაჟმა - რობერტ ლინკოლნმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაასრულა,სამხედრო სამსახურში გაწვევის დრო დაუდგა.
ევარისტ გალუას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები…
„არ დამივიწყოთ.სჩანს,მე ბედად არ მეწერა მეცხოვრა იმდენი,რომ ჩემი სახელი სამშობლოს ხსოვნაში დარჩენის ღირსი გამხდარიყო”. – წუხდა საბედისწერო დუელში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე თანამედროვე „უმაღლესი ალგებრის” გენიალური ფუძემდებელი მათემატიკოსი – ევარისტ გალუა (1811-1832 წლები).