Category Archives: საინტერესო ფაქტები
ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
1910 წლის ნოემბრის თვეში ასტაპოვოს რკინიგზის სადგურზე სული განუტევა გენიალურმა რუსმა მწერალმა - ლევ ტოლსტოიმ,რომლის ხელებსაც მაქსიმ გორკი ლეონარდო და ვინჩის ხელებს ადარებდა.
კრისტოფ ვილიბალდ გლუკი – „ეპიზოდი”
თავისი პირდაპირობით ცნობილი დიდი ავსტრიელი კომპოზიტორის - კრისტოფ ვილიბალდ გლუკის (1714-1787 წლები) წინაშე საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა იოზებ II-მ და მისმა ძმამ თავიანთი მუსიკალური ტალანტის წარმოჩენა სცადეს (ისინი თავს მუსიკის მცოდნეებად მიიჩნევდნენ),
რა უპასუხა საყვარელმა ქალმა ჰანს კრისტიან ანდერსენს?
„ზღაპრების მეფედ” წოდებულმა დიდმა დანიელმა მეზღაპრემ - ჰანს კრისტიან ანდერსენმა (1805-1875 წლები) პარიზიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1843 წელს) გაიცნო ერთი ულამაზესი შვედი საოპერო მომღერალი ქალი – იენი ლინდი (1820-1887 წლები),რომელსაც ქალის ინიციატივით და-ძმობა შეჰფიცა.
ფრიდრიხ-ვილჰელმ IV – „ეპიზოდი”
1848 წელს,მაშინ როდესაც „მარსელიოზა” არა მარტო პარიზში,არამედ ვენასა და ლონდონშიც გაისმოდა,ბერლინში გერმანელი ხალხი პრუსიის მეფის – ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-ის (1795-1861 წლები) მიერ შიდა თუ ქვეყნის გარეთ წარმართული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.
ფარაონი მენკაურა – “ეპიზოდი”
ძველი ეგვიპტის ფარაონს მეოთხე დინასტიიდან – მენკაურას (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 2520-2480 წლებში) ერთ დღეს ორაკულმა უთხრა,რომ მბრძანებელს სიცოცხლის მხოლოდ ექვსი წელიწადიღა ჰქონდა დარჩენილი,რამაც იგი სულის სიღრმემდე შესძრა.
„ცხვირმოჭრილთა ქალაქი” – (ეპიზოდი)
ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ეგვიპტეში მოქმედი კანონის თანახმად,ამა თუ იმ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს (მხედველობაში არ მიიღებიან სიკვდილმისჯილები),სასჯელის სახით ჯალათები უცილობლად ჰკვეთდნენ ცხვირს.
შინაური ცხოველების ბრიტანული ჰოლოკოსტი
მეორე მსოფლიო ომის მზადების პერიოდში,კერძოდ კი 1939 წელს,გაერთანებული სამეფოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა,რომ ომის გაჩაღებამდე,როგორმე თავიდან მოეცილებინათ შინაური ცხოველები,რადგან დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ ცხოველებისათვის,არამედ ქვეყნის მოქალაქეების გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნიდა საკვები პროდუქტები.
რა უჩვეულოდ ჰქონდა მოწყობილი ათენის სახლი ჰაინრიხ შლიმანს?!
ლეგენდარული ტროას აღმომჩენმა ერთ-ერთმა უდიდესმა გერმანელმა არქეოლოგმა - ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წლები),რომლისთვისაც ჰომეროსის უკვდავი ქმნილებები – „ილიადა” და „ოდისეა” ერთგვარ ხატად იყვნენ ქცეულნი,ათენში,კერძოდ ათენის უნივერსიტეტის ქუჩის კუთხეში აღმართა სახლი,რომელსაც მოგვიანებით ჰაინრიხმა – „ილიოსის ქოხი” უწოდა.
რამდენიმე საყურადღებო ფაქტი გენიალური მხატვრების შესახებ…
1. ვირტუოზმა ფრანგმა მხატვარმა და გრაფიკოსმა – ეჟენ დელაკრუამ თავისი პირველი გრავიურა 1814 წელს ქვაბ–ქოთნის ფსკერზე გააკეთა. P.S. ეჟენ დელაკრუამ მის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად,
რაფაელ სანტი – “ეპიზოდი”
1754 წელს პიაჩენცელ ბერებს,სან სინტოს – წმინდა სიქსტეს მონასტრის მსახურებს ფული დასჭირდათ,რის გამოც მათ უმბრიული სკოლის გენიალური წარმომადგენლის – რაფაელ სანტის უკვდავი ქმნილების – “სიქსტეს მადონას” გაყიდვა გადაწყვიტეს,რასაც თავის მხრივ,წინ აღუდგა ადგილობრივი მოსახლეობა.