Category Archives: საინტერესო ფაქტები

ივანე ბუნინი – “ეპიზოდი”

ემიგრაციაში მყოფი პირველი რუსი მწერალი,რომლის ნაწარმოებების ბეჭდვაც საბჭოთა კავშირში დაიწყეს,ნობელიანტი რუსი მწერალი და პოეტი – ივანე ბუნინი (1870-1953 წლები) გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო,მან შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა.

სტენდალი – “ეპიზოდი”

“მწერალმა ისევე არ უნდა იფიქროს კრიტიკის შესახებ,როგორც ჯარისკაცმა არ უნდა იფიქროს ჰოსპიტალის შესახებო”, – წერდა თავისი ათეისტური მსოფლმხედველობით გამორჩეული დიდი ფრანგი მწერალი და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ანრი-მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი.

რა გადახდა თავს ქორწინების პირველ ღამეს ნაპოლეონ ბონაპარტს?

სახელოვანი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ქარაფშუტული საქციელებით ცნობილ პირველ მეუღლეს – ჟოზეფინ ბოარნეს (1763-1814 წლები) ანტიკური ხანის ჩინეთში გამოყვანილი – მოპსის ჯიშის ძაღლი,სახელად – “ფორჩუნი” ჰყავდა,რომელზედაც თავის მხრივ,ამ ულამაზეს ქალს მზე და მთვარე ამოსდიოდა.

თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”

სანამ გენიალურ რუს მწერალს,მოაზროვნესა და ფილოსოფოსს – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) ტობოლსკის გავლით ომსკის ციხეში გადაიყვანდნენ,მანამ შორეულ ციმბირში გადასახლებული დეკაბრისტისა და უტოპიური სოციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მიხეილ ფონვიზინის მეუღლემ – ნატალია ფონვიზინამ მას საჩუქრად “სახარება” გადასცა.

ჰაინრიხ ჰაინე – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი პოეტის,პუბლიცისტის,კრიტიკოსისა და დედის მხრიდან კარლ მარქსის შორეული ნათესავის  - ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) შემოქმედების დიდი მოტრფიალეები გახლდნენ ისეთი სახელოვანი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ – ალბერტ აინშტაინი,დედოფალი ელისაბედი,პეტრე ჩაიკოვსკი და სხვები.

მიხეილ შოლოხოვი – “ეპიზოდი”

პირველი ნობელიანტი საბჭოთა მწერლისა და საყოველთაოდ გახმაურებული რომანის “წყნარი დონის” ავტორის – მიხეილ შოლოხოვის (1905-1984 წლები) დედა – ანასტასია ჩერნიკოვა,თავის დროზე იძულების წესით მიათხოვეს კაზაკ ატამანს,გვარად კუზნეცოვს.

რატომ უწოდეს ჯორჯ გორდონ ბაირონს “ინგლისელი-თევზი”?

როგორც ცნობილია,სიღარიბეში დაბადებული გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) კოჭლი გახლდათ,რის გამოც მას დედა – კლარა მერი ჯეინ კლერმონტი,მოფერებით – “ჩემს კოჭლ ბიჭუნას” ეძახდა.

რა წარწერა დაუტოვა გრიგოლ ორბელიანმა კარებზე პლატონ იოსელიანს?

ჩეჩნეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გამოჩენილმა ქართველმა რომანტიკოსმა პოეტმა და სამხედრო მოღვაწემ – გრიგოლ ორბელიანმა (1804-1883 წლები) დუშეთში მაცხოვრებელ თავის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს,სახელოვან ქართველ რიტორსა და ისტორიკოსს – პლატონ იოსელიანს გამოუარა,

ვინ შეირთო ცოლად ადამ მიცჩკევიჩმა?

 პარიზში მყოფმა რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა პოლონელმა პოეტმა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურმა მოღვაწემ – ადამ მიცკევიჩმა (1798-1855 წლები) პოლონეთში მეგობარს,პროფესიით ექიმს – სტანისლავ მორავსკის ცელინა შიმანოვსკაიასთვის გადასაცემი წერილი გაუგზავნა.

მარტინ ლუთერ კინგი – “ეპიზოდი”

“დარწმუნებული ვარ,რომ ამქვეყანად უკანასკნელი სიტყვა შეუიარაღებელ სიმართლესა და უანგარო სიყვარულს დარჩება.სწორედ ამიტომ,დროებით დამარცხებული სიკეთე ბევრად უფრო ძლიერია,ვიდრე დღეისათვის ტრიუმფატორად ქცეული ბოროტებაო”, – წერდა ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი აფროამერიკელი ბაპტისტი მქადაგებელი,