Category Archives: საინტერესო ფაქტები
რაბინალ-აჩი – “ეპიზოდი”
მესოამერიკული ცივილიზაციის – მაიას ხალხის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დრამატურგიულ ნაწარმოებად მიჩნეული გახლდათ პიესა,სახელწოდებით – “რაბინალ-აჩი”.აღნიშნული პიესა ძირითადად წარმოადგენს ორი მთავარი მოქმედი პირის დიალოგს,თუმცა-კი იშვიათად,მაგრამ მაინც გვხვდება სხვა პერსონაჟთა რეპლიკებიც.
ედგარ დეგა – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა და სკულპტორმა – ედგარ დეგამ (1834-1917 წლები) თავის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ტილოზე – “აბსენტი”,მუშაობა 1876 წელს დაასრულა.
მარია ტერეზიას შესახებ…
ავსტრიის ერჰერცოგი,უნგრეთის დედოფალი და რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის – ფრანც I შტეფანის მეუღლე – მარია ტერეზია ვალბურგა ამალია კრისტინა (1717-1780 წლები) ღრმად მორწმუნე კათოლიკე ქალი გახლდათ.იგი ადამიანებს ორ კატეგორიად ჰყოფდა – კათოლიკეებად და არაკათოლიკეებად.
ანდრეი გონჩაროვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილ რუს თაეტრის რეჟისორსა და პუბლიცისტს - ანდრეი გონჩაროვს (1918-2001 წლები) ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებდა: როდესაც იგი ბრაზდებოდა,ყოველთვის ავიწყდებოდა იმათი სახელები და გვარები,ვისზეც რეჟისორი ბრაზობდა.
“ბეჭდების მბრძანებელი” – (ეპიზოდი)
1969 წელს ამერიკულმა კინოსტუდია – “United Artists”-მა სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა სამხრეთ აფრიკაში დაბადებული დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის (1892-1973 წლები) ქმნილების – “ბეჭდების მბრძანებლის” ეკრანიზაციის უფლება.
“შეშკოვსკის მექანიკური სავარძელი”
რუსეთის იმპერატორის – პეტრე I-ის ბრძანებით 1718 წლის 1 თებერვალს ჩამოყალიბებული იქნა – “საიდუმლო კანცელარია”,რომლის უმთავრეს მიზანსაც იმპერატორის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება წარმოადგენდა.
სავალალო ფაქტები მედიცინის ისტორიიდან…
ჭეშმარიტებაა,რომ არ შეიძლება იყოს კარგი ექიმი ის,ვინც არ არის კარგი ადამიანი.ადამიანები მედიკოსებს ანდობენ ყველაზე ძვირფასს,რაც კი გააჩნიათ – ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
რა უპასუხა მიქელანჯელომ ლეონარდო და ვინჩის?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ახალგაზრდა ასაკში მყოფ გენიალურ იტალიელ მოქანდაკეს,მხატვარსა და არქიტექტორს – მიქელანჯელო ბუონაროტის ერთობ დაძაბული ურთიერთობა, და შეიძლება ითქვას,მტრული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა აღორძინების ხანის ისეთ ტიტანთან,როგორიც გახლდათ – ლეონარდო და ვინჩი.
ივანე პავლოვი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილი რუსი ნობელიანტი-მეცნიერი და ფიზიოლოგი – ივანე პავლოვი (1849-1936 წლები) ერთობ მკაცრი ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო.
იგნაც ზემელვაისი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, სახელოვანი უნგრელი ექიმი, პროფესორი და ასეპტიკის (ინფექციასთან ბრძოლა ფიზიკური საშუალებების – მაღალი ტემპერატურა, წნევა,ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით) ერთ-ერთი ფუძემდებელი - იგნაც ფილიპ ზემელვაისი (1818-1865 წლები), ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ერთობ მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მიმართ,