Category Archives: საინტერესო ფაქტები

ვენერა მილოსელი – “ეპიზოდი”

გენიალური ქართველი პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის მიერ დაწერილ “პარიზის დღიურებში” გვხვდება მეტად საყურადღებო ეპიზოდი,რომელიც ეხება ლუვრში დაცულ ძვ.წ.აღ-ით 130-100 წლებში შექმნილ  მსოფლიოში სახელგანთქმულ ძველ ბერძნულ შედევრ-ქანდაკებას - “ვენერა მილოსელს”.

ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – “ეპიზოდი”

1790 წელს საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა დაბა ფიჟაკის მცხოვრებმა ალკოჰოლური სასმელების მოყვარულმა წიგნით მოვაჭრე ჟაკ შამპოლიონმა მთლად პარალიზებულ ცოლთან – ჟანა-ფრანსუაზასთან ადგილობრივი მისანი ჟაკუ მიიყვანა.

უჩვეულო მოვლენა ლენინგრადის საოპერო თეატრში

1930 წელს ლენინგრადის (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგის) ოპერის თეატრი ბალეტის – “ყინულის ქალწულის” პრემიერისთვის ემზადებოდა.თითქოს ყველაფერი მზად იყო,მაგრამ ბალეტმეისტერმა ერთ-ერთი რეპეტიციის წინ სცენაზე გამოსაყვანად რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, – ცოცხალი ძროხა მოითხოვა.

ბერტოლტ ბრეხტი – “ეპიზოდი”

ოთხი ათეული წლის წინ,გენიალური გერმანელი დრამატურგის,პოეტის,რეჟისორისა და თეატრალური მოღვაწის – ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956 წლები) მშობლიურ ქალაქ აუგსბურგში გერმანელმა ენთუზიასტებმა მისივე მშობლიურ სახლს გაუკეთეს მემორიალური დაფა.

ჰანს ერტლი – “ეპიზოდი”

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაცხოვრებელმა სახელოვანმა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა,სამეცნიერო-პოპულარული ფილმების რეჟისორმა და ალპინისტმა - ჰანს ერტლმა (1908-2000 წლები), 1960-იან წლებში ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ,რომ უახლოეს ხანებში ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში აპირებდა გამგზავრებას,

პაბლო პიკასო – “ეპიზოდი”

XX საუკუნის მეორე ნახევარში გენიალურ ესპანელ მხატვარს,გრაფიკოსსა და კუბიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),ინგლისის ქალაქ ოქსფორდში არსებულმა მსოფლიოს უძველესმა ინგლისურენოვანმა უნივერსიტეტმა – “ოქსფორდმა” – “საპატიო დოქტორის” წოდება მიანიჭა და მხატვარი აღნიშნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვია.

იაკობ ჯუღაშვილი – “ეპიზოდი”

იოსებ სტალინის უფროს ვაჟს პირველი ქორწინებიდან - იაკობ ჯუღაშვილს (1907-1943 წლები),თავისი თანაკლასელი – ზინაიდა (ზოია) გუნინა შეუყვარდა და მასზე დაქორწინებაც გადაწყვიტა.

სიიესი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ პერიოდში,როდესაც ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა,ეროვნული კონვენტის წევრთა დიდი უმრავლესობა ხმამაღლა გაჰყვიროდა რესპუბლიკური იდეების დაცვის აუცილებლობას და სრულიად ამართლებდა  რობერსპიერის,დანტონისა და მარატის მიერ მოწყობილ სადამსჯელო და სისხლიან ოპერაციებს.

შარლ მორის დე ტალეირანი – “ეპიზოდი”

ერთ დღეს იმპერატორ – ნაპოლეონ ბონაპარტის წინაშე წარმდგარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველი პრემიერ-მინისტრი – შარლ მორის დე ტალეირანი (1754-1838 წლები),რომლის სახელიც სამარადჟამოდ იქცა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმად,ქვეყნის მმართველის საშინელი რისხვის ქვეშ აღმოჩნდა.

როგორ გაანადგურეს რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის უზარმაზარი ტილო?!

1860 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა დიდი ნიდერლანდელი მხატვარი და ისტორული სიუჟეტების მქონე სურათების შექმნის დიდოსტატი – ჰოვერტ ფლინკი,რომელიც ცნობისათვის,გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და გრავიორის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) ერთ-ერთი პირველი მოწაფეთაგანი გახლდათ.