Category Archives: საინტერესო ფაქტები

ვან კლიბერნი – “ეპიზოდი”

1958 წელს ვირტუოზი ამერიკელი პიანისტი და მუსიკოსი – ჰარვი ლეივენ “ვან” კლიბერნ-უმცროსი (1934-2013 წლები) საბჭოთა კავშირის დედაქალაქს – მოსკოვს ეწვია,რათა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის პირველ საერთაშორისო კონკურსში მიეღო მონაწილეობა (ცნობისათვის,აღნიშნული კონკურსის ლაურეატები შემდგომ წლებში გახლდნენ ისეთი სახელოვანი ქართველი მუსიკოსები,როგორებიც არიან – ელისო ვირსალაძე,ლიანა ისაკაძე,პაატა ბურჭულაძე,რუსუდან გვასალია,ხიბლა გერძმავა და ბესიკ გაბიტაშვილი).

რა გახდა უორენ გამალიელ ჰარდინგის გარდაცვალების მიზეზი?!

პოკერის,გოლფისა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა თავგადაკლული მოყვარული სენატორი ოჰაიოს შტატიდან – უორენ გამალიელ ჰარდინგი (1865-1923 წლები) ნამდვილ “შავ ცხენად” იქცა რესპუბლიკური პარტიისათვის აშშ-ი 1921 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს (“შავი ცხენი” წარმოადგენს ტერმინს,რომელიც იმ მოულოდნელად ძლიერ კანდიდატს აღნიშნავს,რომლის პრეტენზია გამარჯვებაზე ადრეულ ეტაპზე არ განიხილებოდა).

რობერტ ლუის სტივენსონი – “ეპიზოდი”

დიდი შოტლანდიელი მწერალი და პოეტი - რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები) ოჯახთან ერთად 1890 წელს საცხოვრებლად წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – სამოაში გადავიდა.

პითაგორა – “ეპიზოდი”

როგორც რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის – “პითაგორეიზმის” ფუძემდებელი ფილოსოფოსი და საყოველთაოდ ცნობილი “პითაგორას თეორემის” მათემატიკოსი ავტორი - პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) კვების მხრივ ვეგეტარიანული პრინციპების დამცველი გახლდათ.

არიელ შარონი – “ეპიზოდი”

იერუსალიმის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ისრაელის არმიის 25 წლის ოფიცერმა და ისრაელის სახელმწიფოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა - არიელ შარონმა (1928-2014 წლები) გაიცნო გოგონა,სახელად მარგალიტა (ივრითული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – მარგალიტს).

ნელ გვინი – “ეპიზოდი”

ნელ გვინი (1650-1687 წლები) – წარმოადგენდა იმ ინგლისელ მსახიობ ქალს,რომელმაც სახელი გაითქვა,როგორც ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის – ჩარლზ II-ის ფავორიტმა ქალბატონმა.

იური ანდროპოვი – “ეპიზოდი”

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის – იური ანდროპოვის (1914-1984 წლები) ვაჟზე (პირველი ქორწინებიდან) – ვლადიმერ ანდროპოვზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია მშობლების განქორწინებამ.

შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულების პერიოდში ლეგენდად ქცეულ – შარლ დე გოლს (1890-1970 წლები) ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ერთი მეტად მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე ანეგდოტი მოუყვა:

ვოლტერი – “ეპიზოდი”

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გენიალური ფრანგი განმანათლებელი,მწერალი და ფილოსოფოსი - ფრანსუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი,პრუსიის მეფის – ფრიდრიხ II-ის სამეფო კარზე ცხოვრობდა და მონარქთან დიდი მეგობრობითაც გამოირჩეოდა.

დევიდ იუმი – “ეპიზოდი”

სიბერის ჟამს დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი და პუბლიცისტი - დევი იუმი (1711-1776 წლები) ძალიან გასუქდა.სწორედ იმ პერიოდში მოუწია მას ლა-მანშის სრუტის გადალახვა გემით.