Category Archives: საინტერესო ფაქტები
თეოდორ რუზველტი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში (ველურ დასავლეთში) განთავსებულ რანჩოებზე,მწყემსებს,რომლებიც რქოსან საქონელს უვლიდნენ – კოვბოებად მოიხსენიებდნენ.კოვბოების ეპოქა 1865 წელს დაიწყო და მათ უმეტესობას სამოქალაქო ომის შემდგომ მონობისაგან განთავისუფლებული ის შავკანიანი ადამიანები წარმოადგენდნენ,რომელთაც არც მუდმივი სამუშაო გააჩნდათ და არც რაიმე ქონების მფლობელები იყვნენ.
ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
მეგობრების წრეში წარმოშობილი პოლემიკის დროს,რომელიც თანამედროვე ტექნიკურ მიღწევებს შეეხებოდა,დიდმა ირლანდიელმა მწერალმა და დრამატურგმა – ჯორჯ ბერნარდ შოუმ (1856-1950 წლები) მეტად გონივრულად შენიშნა:
ალფრედ ნობელი – “ეპიზოდი”
“ნობელის პრემიის” შვედ ფუძემდებელსა და ქიმიკოს-ნოვატორს – ალფრედ ბერნჰარდ ნობელს (1833-1896 წლები),იმის გამო,რომ მაღალბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერება – დინამიტი გამოიგონა,რიგი ჟურნალ-გაზეთებისაგან უზარმაზარი კრიტიკა დაატყდა თავს და მას – “ასაფეთქებელი სიკვდილით მოვაჭრე” უწოდეს.
სემიუელ მორზე – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი და ელექრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფის,იგივე – “მორზეს აპარატის” შემქმნელი - სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (1791-1872 წლები) ოცდათოთხმეტი წლის ასაკამდე სახვითი ხელოვნებით იყო დაკავებული და სრულიად არ ინტერესდებოდა ტექნიკური საშუალებების გამოგონებით.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე (მიღებული 1776 წლის 4 ივლისს) ხელი მოაწერა მეორე კონტინენტალური კონგრესის 56-მა დეპუტატმა,რომელთაგან – 28 ადვოკატი, 13 კომერსანტი, 8 პლანტატორი და შვიდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იყო.
რა დატვირთვას ატარებდა კატა ძველ ეგვიპტელებში?!
ზუსტად დადგენილი არ არის,თუ რამდენი დროა გასული მას შემდეგ,რაც ერთად ცხოვრობს ადამიანი და კატა (სავარაუდოდ 10 000 წელიწადი),თუმცა ცნობილია,რომ სწორედ ის გახლავთ ერთადერთი ცხოველი,რომელიც თავად გაუშინაურდა ადამიანს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
ადამიანის განათლების დონის შესაფასებლად,საჭიროა გავითვალისწინოთ ის,თუ რამდენი წიგნი აქვს მას წაკითხული.სხვადასხვა წყაროებიდან ვგებულობთ,რომ “წითელი იმპერიის” გენსეკი – იოსებ სტალინი (1878-1953 წლები) მოცალეობის ჟამს დღეში ამა თუ იმ წიგნის საშუალოდ 300 ფურცელს კითხულობდა.
უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს - სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილს (1874-1965 წლები) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ფიზიკური ტრამვა ჰქონდა მიღებული.
პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”
გენიალური ესპანელი მხატვრის,სკულპტორისა და კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები) ავანგარდული ხელოვნებით შექმნილი შედევრი-სურათებისა თუ ქანდაკებების აღქმა და შესაბამისად,შეფასება,დღემდე უამრავ ადამიანს უჭირს.
იუპიტერი – “ეპიზოდი”
მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს ციურ ხეულს (პლანეტას) – იუპიტერს,რომლის არსებობის შესახებაც ცნობები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს,სახელწოდება რომაული მითოლოგიის ჭექა-ქუხილისა და ელვის ღმერთის – იუპიტერის მიხედვით ეწოდა.