Category Archives: საინტერესო ფაქტები
ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
სომხური წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა მარინისტმა და პეიზაჟისტ-მხატვარმა – ივანე აივაზოვსკიმ (1817-1900 წლები),ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე მშობლიურ ქალაქ – ფეოდოსიაში ცხოვრების პერიოდში,თავისივე გამომუშავებული ფულით დააარსა ხელოვნების სკოლა და სამხატვრო გალერეა.
ფრანსისკო ფრანკოს შესახებ…
ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე – ესპანეთის სამეფოში, 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტის – მანუელ ასანიას არმიასა და მის წინააღმდეგ აჯანყებულ ესპანეთის არმიის გენერლებს შორის ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა,რასაც ოფიციალური ცნობების თანახმად 550 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წითელი რომბის სიმბოლო…
როგორც ცნობილია,ნობელის პრესტიჟული პრემიის სამგზის ლაურეატი – “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”,დაარსებული იქნა 1863 წელს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დიდი შვეიცარიელი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის – ჟან ანრი დიუნანის (1828-1910 წლები) მიერ.
ურაკამის სასაფლაოს საოცარი სახელწოდება…
მსოფლიოში რომ უამრავი უცნაური და უჩვეულო სახელწოდების მქონე სხვადასხვა სახის დაწესებულება არსებობს,ახალი ამბავი არავისთვის არის.ამის ერთ-ერთ ყველაზე თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს “ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის ტრაგიკული ისტორიით ცნობილი ქალაქის – ნაგასაკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ის ურაკამის რაიონი,
საინტერესო ფაქტები – “აშშ-ის კონსტიტუციის” შესახებ…
1. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია,რომლის შექმნაზეც მუშაობა დასრულებული იქნა 1787 წლის 17 სექტემბერს,ძალაში შევიდა 1789 წელს და იგი 4 400 სიტყვისაგან შედგება.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აშშ-ის უზენაესი კანონის ჩაწერა დაევალა პენსილვანიის გენერალური ასამბლეის კლერკს – ჯეიკობ შალუსს,რომელსაც აღნიშნული საქმისათვის ჯილდოდ 30 $ გადასცეს.
ქაბულის ზოოპარკი – “ეპიზოდი”
ცენტრალურ აზიაში მდებარე – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა (28,4 მილიონი ადამიანი) მრავალეთნიკური ხალხებისაგან შედგება.ქვეყანაში დომინირებადი რელიგია – ისლამია და მოსახლეობის 90%-ს მუსულმანური რწმენის მქონე ადამიანები შეადგენენ.
სუნანდჰა კუმარირატანა – “ეპიზოდი”
სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოში,ჩაკრის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი მეფის – მონგკუტის (1804-1868 წლები) მმართველობისას,სიამის კანონმდებლობისა და ზოგადად,დამკვიდრებული ტრადიციების თანახმად,სამეფო ოჯახის წარმომადგენლებზე ჩვეულებრივი მოქალაქის თითით შეხებაც კი წარმოუდგენელი მოვლენა გახლდათ,რადგან ასეთ შემთხვევაში,კანონის დამრღვევი უცილობელი – სიკვდილით ისჯებოდა.
უილიამ I დამპყრობელი – “ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ დღეისათვის,”ნისლიანი ალბიონის” ანუ ინგლისის მიწების (სულ 133 396 კვადრატული კილომეტრი) 2/3 ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 0,3%-ის კერძო საკუთრებაში იმყოფება.მიზეზი,ინგლისური მიწების ასეთი უცნაური დანაწილებისა სათავეს ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ იღებს:
ხაიმ ვაიცმანი – “ეპიზოდი”
ხაიმ ვაიცმანი (1874-1952 წლები) – წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტსა და სიონსტთა მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს.დიდ ბრიტანეთში ცხოვრების პერიოდში,ვაიცმანი დაუმეგობრდა ცნობილ ინგლისელ სახელმწიფო მოღვაწესა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს – ართურ ჯეიმზ ბალფურს,
კრისტოფ ვილიბალდ გლუკი – “ეპიზოდი”
კლასიკური ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიელ კომპოზიტორს - კრისტოფ ვილიბალდ გლუკს (1714-1787 წლები),ერთ დღეს ცნობისმოყვარე პიროვნებამ,თუ რა უფრო უყვარდა ამქვეყნად ყველაზე მეტად.