Category Archives: საინტერესო ფაქტები
დემეტრიოს I პოლიორკეტი – “ეპიზოდი”
დემეტრიოს I პოლიორკეტი (ძვ.წ.აღ-ით 336-283 წლები) – წარმოადგენდა ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლისა და მხედართმთავრის ანტიგონე I ცალთვალას ვაჟს და მაკედონიის მეფეს ძვ.წ.აღ-ით 294-288 წლებში.
ელისაბედ II – “ეპიზოდი”
მის სამეფო უდიდებულესობა დედოფალს ელისაბედ II-ს,პატარაობაში საკუთარი სახელის წარმოთქმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა და ელისაბედის ნაცვლად საკუთარ თავს – ლილიბედს უწოდებდა.
“საიდუმლო სერობა” – (ეპიზოდი)
გენიალურმა – ლეონარდო და ვინჩიმ,თავის უკვდავ ქმნილებაზე (ფრესკაზე) – “საიდუმლო სერობა”,მუშაობა 1495 წელს დაიწყო და 1498 წლს დაასრულა.
იური ლევიტანის შესახებ…
ფაშისტური გერმანიის ფიურერმა – ადოლფ ჰიტლერმა,თავისი ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა დიქტორის და რადიოწამყვანის – იური ლევიტანის (1914-1983 წლები) მოკვლისათვის,ჯილდოდ,იმ დროისათვის კოლოსალური თანხა – 250 000 გერმანული მარკა დააწესა.
“გამაოგნებელი შურისძიების აქტი”
თვითმკვლელობის ამაზრზენი აქტები,რომელთაც რიგი საფრენი აპარატებით ფრენისას პილოტები სჩადიან,არა მარტო მათ სიცოცხლეს სპობს,არამედ უამრავი უდანაშაულო ადამიანსაც ანადგურებს.მათ შორის ბავშვებსაც.
კოლობრარო – (დაწყევლილი ქალაქი)
კოლობრარო – წარმოადგენს იტალიის ჩრდილოეთით განთავსებული ბაზილიკატას ადმინისტრაციულ რეგიონში მდებარე ქალაქს,რომელსაც ევროპელები – “დაწყევლილ ქალაქად” მოიხსენიებენ.
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის სახელზე,კრემლში,ფრონტიდან მივიდა მისი ვაჟის,ვასილი სტალინის (ჯუღაშვილის) წერილი,სადაც იგი,მამას,კვებისათვის საჭირო თანხის გაგზავნასა და ოფიცრის ახალ უნიფორმას თხოვდა.
ჯეიმზ კუკი – “ეპიზოდი”
დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა,კარტოგრაფმა,რიგი გეოგრაფიული აღმოჩენების ორგანიზატორმა და მოგზაურმა – ჯეიმზ კუკმა (1728-1779 წლები),თავისი მეორე მოგზაურობისას მელანეზიაში,წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი კალედონიის კუნძულების აბორიგენ მოსახლეობას საჩუქრად გარეული ღორი (ტახი) ჩაუყვანა,ხოლო მეორე მოგზაურობისას ტაიტისა და ახალი ზელანდიის მკვიდრებს კი საჩუქრად თხა გადასცა.
გილიოტინა – “ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომი ეპოქის რეპრესიების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – “გილიოტინა”,იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ მოსახლეობაში,რომ აღნიშნული სიკვდილის მანქანის მოწყობილობის მინიატურული მოდელების დამზადებაც დაიწყეს.
მიქელანჯელო ბუონაროტის გენიალური ქმნილების – “განკითხვის დღის” შესახებ…
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,რომის პაპი კლიმენტი VII,იტალიის ქალაქ სან-მინიატოში შეხვდა გენიალურ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკეს – მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონს.სპეციალისტთა ვარაუდით,შესაძლოა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყვეტილიყო ვატიკანში განთავსებულ “სიქსტეს კაპელის” (რომის პაპების ოფიციალურ რეზიდენცია) საკურთხევლისათვის - “განკითხვის დღის” ფრესკის დაწერა.