Category Archives: საინტერესო ფაქტები

ელისაბედ II უინძორი – “ეპიზოდი”

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფლისა და სახელმწიფოს მეთაურის – ელისაბედ II უინძორის პორტრეტი,ისტორიის სხვადასხვა ეტაპების განმავლობაში,სულ – 33 ქვეყნის ფულად ბანკნოტებზე და მონეტებზე იქნა დატანილი.

“იცოცხლა ერთხელ,დაიკრძალა ორჯერ”

XVIII საუკუნის ევროპის რიგ ქვეყნებში,ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლეგენდა,სახელწოდებით – “ქალი ბეჭდით”.ამევე ლეგენდის მიხედვით, 1705 წელს ირლანდიაში ციებ-ცხელების შედეგად გარდაიცვალა ირლანდიელი ქალბატონი – მარჯორი მაკკალი.

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – (ნაწილი III)

1. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ცენტრალურ აფრიკაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ეკონომიკურად უღარიბეს ქვეყანაში – ბურუნდის რესპუბლიკაში,სადაც 2013 წლის მონაცემებით 9 292 984 ადამიანი ცხოვრობს,მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი,ქვეყნის დედაქალაქ ბუჟუნბურაში არსებული – “ბურუნდის უნივერსიტეტი” ფუნქციონირებს.

სიკვდილით დასჯის დაკანონება ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,კათოლიკური სამყაროს ეპიცენტრში – ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანში, 1929 წლის 7 ივნისს ძალაში შევიდა “ლატერანის ხელშეკრულება”,რომლის მეშვიდე პუნქტი კათოლიციზმის თეოკრატიულ სახელმწიფოში ოფიციალურად აკანონებდა და ამკვიდრებდა – “სიკვდილით დასჯის” შემოღებას.

United Parel Service – “ეპიზოდი”

სპეციალიზირებული ექსპრეს-გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანია – United Parel Service (UPS),ევროპულ ბაზარზე პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა.

“ლექტორი ფაბრიკის მუშებისათვის”

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში უამრავი საინტერესო პროფესია არსებობდა.მათგან,ზოგიერთი პროფესია დღეისათვის ღიმილის მომგვრელიც კია,თუმცა ფაქტია,რომ ისინი ოდესღაც არსებობდნენ და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდნენ.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას ერთ ისეთ პროფესიაზე შევაჩერებ,რომელიც – “ლექტორი ფაბრიკის მუშებისათვის” სახელით არის ცნობილი.

იაკობ კედმის მიმართვა “სსრკ-ს უზენაესი საბჭოს დეპუტატებს”

იაკობ კედმი (ყოფილი გვარი – კაზაკოვი) – წარმოადგენს მოსკოვში დაბადებულ ებრაელ სახელმწიფო მოღვაწესა და ისრაელის სახელმწიფოს სპეცსამსახურის “ნატივი”-ს ყოფილ ხელმძღვანელს 1992-1997 წლებში. 1967 წელს,იაკობი მოსკოვში განთავსებულ ისრაელის საელჩოში გამოცხადდა.

რამონ არტაგავეტია – “ეპიზოდი”

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის – ურუგვაის ერთ-ერთი მოქალაქე – რამონ არტაგავეტია,მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა შიშის ძლიერი შეტევებითა და ღამის საშინელი კოშმარებით.მისი ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოიწვია იმან,

ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მათემატიკოსი და ფიზიკოსი - ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე (1768-1830 წლები),რომელიც ავტორი გახლავთ ცნობილი ნაშრომისა – “სითბოს ანალიზური თეორია” (აღნიშნულ ნაშრომში მან გამოიყვანა თბოგამტარობის დიფერენციალური განტოლება) და რომელმაც განუზმოლად დიდი როლი ითამაშა მათემატიკის ისტორიაში,

ეგნატე ნინოშვილი – “ეპიზოდი”

1894 წლის 12 მაისს, სულ რაღაც ოცდათხუთმეტიოდე წლის ასაკში ჭლექის შედეგად უკიდურეს სიდუხჭირეში აღესრულა დიდი ქართველი მწერალი – ეგნატე ნინოშვილი (1859-1894 წლები). ქართველი მწერლის პანაშვიდზე სხვა უამრავ ხალხთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მისი მეგობრებიც მივიდნენ.