Category Archives: საინტერესო ფაქტები

ევრიპიდე – “ეპიზოდი”

თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ძვ.წ.აღ-ით 406 წელს სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ტრაგიკოსი - ევრიპიდე,იმდენად შეშინებული და შოკირებული იყო სიკვდილის მოახლოებით,რომ ამან თავად ახლობლების დიდი შეშფოთება და შეიძლება ითქვას,გაოცებაც კი გამოიწვია.

ადოლფ ჰიტლერი – “ეპიზოდი”

როგორც ფაშისტური გერმანიის ფიურერის – ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი პირადი მდივანი (სულ მას ოთხი პირადი მდივანი ჰყავდა) – ტრაუდლ იუნგე (1920-2002 წლები) იგონებდა, კაცობირობის წინააღმდეგ ჩადენილი უსაშინლესი დანაშაულის სულისჩამდგმელს თავისუფალ დროს ძალიან უყვარდა კითხვა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,მრავალ გენიოსს (მათ შორის ხელოვანებს,მუსიკოსებს,პოლიტიკოსებსა და ასე შემდეგ) ისეთი საშინელი ხელწერა (კალიგრაფია) გააჩნდა,რომ მათ გაშიფვრას მათივე უახლოესი ადამიანების,ან კიდევ სპეციალისტების დახმარება სჭირდებოდა,

ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

ადოლფ ჰიტლერისა და ზოგადად,ფაშისტების გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ალბერტ აინშტაინი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და თავი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის შეეფარებინა.ფაშისტების “გონიერება” იმაშიც კარგად გამოჩნდა,რომ,როდესაც მათ შეიტყვეს გენიალური ფიზიკოსის გერმანიიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია,ჯერ მის მშობლიურ სახლს გაუკეთეს კონფისკაცია,

ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი,საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე (1789 წლის 5 ოქტომბერს) ნიუ-ორკში მდებარე იმ პერიოდისათვის ერთადერთ ბიბლიოთეკას ეწვია,რა დროსაც ბიბლიოთეკიდან ორი წიგნი: შვეიცარიელი იურისტის ემერ დე ვატელის – “ერების უფლებები” და ბრიტანეთის წარმომადგენლობითი პალატის დებატების ოქმების კრებული წაიღო.

ტრუმენ გარსია კაპოტე – “ეპიზოდი”

დიდმა ამერიკელმა მწერალმა – ტრუმენ გარსია კაპოტემ (1924-1984 წლები), 1966 წელს გამოაქვეყნა რეალურ ისტორიაზე დაყრდნობილი ჟურნალისტური რომანი – “ცივსისხლიანი კკვლელობა”.ნაწარმოებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და უმალვე იქცა ბესტსელერად.

ვინ დააზიანა პირველად – “დიდი სფინქსის” მონუმენტალური სკულპტურა?

ნილოსის სანაპიროზე ეგვიპტურ ქალაქ გიზაში აგებული კოლოსალური სიდიდის მქონე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი მონუმენტალური სკულპტურა – “დიდი სფინქსი”,რომლის სიგრძე 72 მეტრი,ხოლო სიმაღლე 20 მეტრია და რომლის აგების სავარაუდო თარიღადაც ძვ.წ.აღ-ით 2 500 წელი სახელდება,საყოველთაოდ გავრცელებული და დამკვიდრებული აზრით,თავდაპირველად დაზიანებულ იქნა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I ბონაპარტის არმიის ჯარისკაცების მიერ,

რამდენჯერ აღნიშნავენ იაპონელები – “ბავშვთა დღეს”?!

“ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში,ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყნის მომავალ თაობას – ბავშვებს.იაპონელები,ბავშვთა სამ საერთო ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ: 3 მარტს აღნიშნება – “გოგონების დღე”, 5 მაისს – “ბიჭების დღე” და 15 ნოემბერს “სიტი-გო-სანი”,რაც თარგმანით აღნიშნავს – “შვიდი-ხუთი-სამს”.

მონფოკონი

მონფოკონი (ფრანგული ენაზე სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “შავარდნის მთას”) – წარმოადგენდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი ქვის სახრჩობელას,რომელიც აგებულ იქნა XIII საუკუნეში საფრანგეთის მეფის ფილიპე IV ლამაზის მრჩევლის – ანგერან დე მარინის (1260-1315 წლები) პროექტის მიხედვით.

ბენჯამინ ჰარისონი – “ეპიზოდი”

რაოდენ გასაოცარი და ამაზრზენი ფაქტიც არ უნდა იყოს,დადასტურებულია რომ,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 23-ე პრეზიდენტის – ბენჯამინ ჰარისონის (1833-1901 წლები) მამის - ჯონ სკოტ ჰარისონის (1804-1878 წლები) სასაფლაო მძარცველებმა გახსნეს და მისი ცხედარი მოიპარეს.