Category Archives: საინტერესო ფაქტები
“შურისმაძიებელი ანდერძი”
როგორც წესი,ადამიანთა უმრავლესობა გარდაცვალების წინ ან თავად წერს “ანდერძს”,ან კიდევ უახლოეს ადამიანებს კარნახობს და ისინი იწერენ.არსებობს ისეთი სახის ანდერძები,რომლებიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს,ამის თვალსაჩინო მაგალითი ალფრედ ნობელის მიერ დატოვებული ანდერძია,რომლის თანახმადაც დაფუძნდა კიდეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მსოფლიოში – “ნობელის პრემია”.
პუპუტანი – (მასობრივი სუიციდი)
პუპუტანი – წარმოადგენს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში შემავალი ბალის კუნძულის (ინდონეზია) მოსახლეობის ტერმინს და ითარგმნება,როგორც - “ბრძოლა სიკვდილისათვის”.იგი ფაქტობრივად თვის თავში მოიცავს მასობრივ სუიციდს,რომელიც ტარდება რიტუალური ცერემონიის თანხლებით.
“მთვარის დალაშქვრაზე დადებული ფსონი”
NASA-ს ამერიკელი ასტრონავტების ნილ ამსტრონგის,მაიკლ კოლინზისა და ედვინ ოლდრინის მიერ 1969 წლის 19 ივლისს,”აპოლო 11″-ით მთვარეზე დაშვება მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა გახლდათ.მთვარეზე ადამიანის ფეხის დადგმამდე ათი წლით ადრე,ალბათ ერთეულები თუ წარმოიდგენდა,რომ ასეთი მისია შესრულებადი იქნებოდა.
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საბჭოთა იმპერიის გენსეკი – იოსებ სტალინი თუთუნს ყოველთვის ჩიბუხით ეწეოდა და რადგან სანთებელათი ჩიბუხზე მოკიდება რთული პროცედურა იყო,ამისათვის იგი ყოველთვის ასანთს იყენებდა.
Zeretzung – (ადამიანების ფსიქოლოგიური დემორალიზაციის უცნაური მეთოდი)
Zeretzung – წარმოადგენდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს”შტაზი”-ს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ უსაშინლეს ფსიქოლოგიურ მეთოდს ადამიანების დემორალიზაციისა.
“ბელგიური კაუჩუკის ჯოჯოხეთი”
აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თანამედროვე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ევროპელი კოლონიზატორები XIX საუკუნის დასასრულს გამოჩნდნენ და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კონგოს მოსახლეობისათვის ნამდვილი ჯოჯოხეთი.
ფერდინანდ ფოში – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ ჩერჩილმა,თავის მიერ დაწერილ მემუარებში – “მეორე მსოფლიო ომი”,აღნიშნა რომ,როდესაც დიდმა ფრანგმა მხედართმთავრმა და საფრანგეთის მარშალმა პირველ მსოფლიო ომში – ფერდინანდ ფოშმა (1851-1929 წლები) გაიგო “ვერსალის სამშვიდობო ზავის” დადების შესახებ ინფორმაცია
დავიდ ბენ-გურიონის “შესანიშნავი პასუხი” ალენ დალესს…
1954 წელს თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი – დავიდ ბენ-გურიონი (1886-1973 წლები) ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს ეწვია.ვიზიტის მიზანი აშშ-ის მხრიდან ახლად ჩამოყალიბებული ისრაელის სახელმწიფოს დახმარება და მხარდაჭერის მოპოვება გახლდათ.
მუსტაფა ქემალ ათათურქი – “ეპიზოდი”
რამდენიმე წლის შემდეგ,რაც თურქულმა არმიამ ბერძნებთან 22 დღიანი საქარიას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა (1921 წელი) გადაიტანა,თურქული სახელმწიფოს დამაარსებელსა და მის პირველ პრეზიდენტს – მუსტაფა ქემალ ათათურქს ერთ-ერთმა თურქმა მხატვარმა საქარიას ბრძოლისადმი მიძღვნილი ფერწერული ტილო აჩუქა.
ტომას ვუდრო უილსონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 28-ე ინტელექტუალი პრეზიდენტის – ტომას ვუდრო უილსონის საპრეზიდენტო არჩევნების (1916 წელი) ლოზუნგი გახლდათ: “მან,ჩვენ დაგვეხმარა ომის თავიდან აცილებაში”.